x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ქრისტეს ქანდაკების შეურაცხყოფისათვის ბრაზილიის ეპარქია იტალიელებს უჩივის(ვიდეო)

ბრაზილიის ეპარქია აპირებს დააჯარიმოს იტალიის მხარე 7 მილიონი ევროთი ქრისტეს სტატუის შეურაცხყოფისათვის.image













ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის დაწყების წინ აგორდა ნამდვილი სკანდალი, იტალიელმა ჟურნალისტებმა და სარეკლამო რგოლის შემქმნელებმა შეურაცხყვეს მორწმუნენი და ახლა უკვე რიო-დე ჟანეიროს კათოლიკური ეპარქია მოითხოვს იტალიური მხარისგან 7 მილიონ ევროს.

სკანდალის მიზეზი გახდა 38 წამიანი ვიდეორგოლი, რომელშიც ახალგაზრდა ბრაზილიელები "ფიგაროს" არიის ფონზე "სევილიელი დალაქიდან", ლურჯ მაისურებში გამოწყობილები თამაშობენ ფეხბურთს.

ვიდეორგოლის დასასრულს
მოჩანს ქრისტეს ქანდაკება იტალიელთა მაისურში №10.

ბრაზილიელმა სასულიერო პირებმა ამ სარეკლამო რგოლს მკრეხელობა უწოდეს, აღსანიშნავია, რომ ბრაზილიის ეპარქიას მხარი დაუჭირა ვატიკანმა.

შეგახსენებთ რომ 38 მეტრიანი ქრისტეს სტატუია დაიდგა რიო-დე ჟანეიროში მთა კორკოვადუს თავზე 2007 წელს და თანამედროვე ბრაზილიის სიმბოლოდ იქცა, იგი შეტანილია 7 ახალ მსოფლიოს სასწაულთა სიაში.

1
139
10-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
139
  
2014, 12 ივნისი, 22:28
იტალია ფორსა
0 1 1