x
image
beko777
ნინო ბურჯანაძის უმცროსი ვაჟი, რეზიკო ბიწაძე, კახი კალაძეს აკრიტიკებს: "რო დაგვიჭირეს და გადაგვიარეს მაშინ შენ არმანის ნიფხავში წამოგორებული იღებდი სურათებს იტალიაში!"

imageტელეიმედის ეთერში, თეა სიჭინავას თოქ-შოუ „პოლიტიკის დრო“-ში
სტუმრობისას, კახი კალაძემ ნინო ბურჯანაძეს 26 მაისი გაახსენა და
განაცხადა, რომ ნინო ბურჯანაძის ესკორტს "ნაციონალურმა მოძრაობამ" კორიდორი გაუკეთა და გაქცევის საშუალება მისცა.
"ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს 26 მაისი, თქვენი ექსკორტი, როდესაც ახალგაზრდა ბიჭებს ხელკეტებით სცემდნენ. როგორ გაგიკეთათ კორიდორი "ნაციონალურმა მოძრაობამ", როგორ გარბოდით და იქ ხალხი როგორ იხოცებოდა და რა დღეში იყო. იქ დაზარალებულ ერთ ოჯახს მაინც თუ მიაქციეთ ყურადღება?" - აღნიშნა კალაძემ.
ამასთან დაკავშირებით, კახი კალაძეს, ნინო ბურჯანაძის უმცროსი ვაჟი, რეზიკო ბიწაძე, სოციალურ ქსელ "ფეისბუქი"-ს საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებული შემდეგი პოსტით აკრიტიკებს:
"კახი! ვის არ მოუკითხავს ხალხი 26 მაისს?! 17 წლის ასაკში ზონა-ზონა პერედაჩებზე რო დავრბოდი ფეხით (ეს მარტო მე), ვინ მყავდა ცოცხალი ვინ მკვდარი წესიერად არც ვიცოდი! რა გალაპარაკებს ამდენს, რო დაგვიჭირეს და გადაგვიარეს მაშინ შენ არმანის ნიფხავში წამოგორებული იღებდი სურათებს იტალიაში! სპეცნაზმა გამოიყვანა
ბურჯანაძეო სააკაშვილის გარდა არავის არ უთქვამს ეგ სისულელე და იმანაც ერთხელ და მეორედ ვეღარც გაიმეორა. ბოლოს და ბოლოს რამდენიმე ასეულმა კაცმა უყურა მარტო ჩვენი მხრიდან ვინ როგორ გამოვიდა. მის ადგილზე ეჭვი მაქვს ტირილით გამოვარდებოდი იქედან. ვიცე-პრემიერი ხარ კანავაროსთან ერთად კი არ ხარ იახტაზე რო ჭორაობ ორღობის დედაკაცივით" - წერს სოციალურ ქსელში რეზიკო ბიწაძე.


image

0
267
5-ს მოსწონს
ავტორი:beko777
beko777
267
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0