სხვა ათი ყველაზე ძვირი კვების პროდუქტი იაპონიაში 2014, 11 ივნისი, 20:28 იაპონიის დედაქალაქი ტოკიო ერთ-ერთ უძვირეს ქალაქად ითვლება მსოფლიოში. რა თქმა უნდა, აქ კვების პროდუქტებიც საკმაოდ ძვირია.
იაპონიაში დიდი ხანია არსებობს ტრადიცია ყურადღების და პატივისცემის ნიშნად საქმიან პარტნიორებს ან მეგობრებს აჩუქონ კვების პროდუქტები, განსაკუთრებით მაღალი ხარისხის ხილი, რომელიც იყიდება შეძლებულ კლიენტებზე გათვლილ ძვირადღირებულ სპეციალურ მარკეტებში. აქ შეგიძლიათ შეიძინოთ ყველაფერი საუკეთესო: მთელ მსოფლიოში ცნობილი ვაგიუს მარმარილოსებრი ძროხის ხორციდან დაწყებული კვადრატული საზამთროებით დამთავრებული.
![]() გთავაზობთ იაპონიაში პოპულარული ზოგიერთი ძვირფასი პროდუქტის ჩამონათვალს. რძე-43$ ![]() იაპონური კომპანიის Nakazawa Foods-ის მიერ წარმოებული რძის ერთი ლიტრი მარკეტებში 43 $ ღირს. ეს თითქმის 30-ჯერ აჭარბებს ჩვეულებრივი რძის ფასს. Nakazawa Foods-ის მიერ წარმოებული რძე რეკომენდირებულია მოზრდილი ადამიანებისათვის, რომლებიც გამუდმებით სტრესულ სიტუაციებში იმყოფებიან. რძე დადებითად მოქმედებს ადამიანის ნერვულ სისტემაზე და აუმჯობესებს ტვინის მუშაობას. სტრესის საწინააღმდეგო რძეს ცხოველებისაგან იღებენ მხოლოდ კვირაში ერთხელ-გამთენიისას, როცა ძროხის ორგანიზმში დიდი რაოდენობითაა მელატონინი-ნივთიერება, რომელსაც შეუძლია ადამიანის დამშვიდება და მისთვის სტრესის მოხსნა. პიცა მარმარილოსებრი საქონლის ხორცით-66$ ![]() პიცა, რომელსაც ამზადებენ საერთაშორისო რესტორნების ქსელში Domino’s Pizza, შეიცავს კარტოფილს, ხახვს, საფირმო პიცის სოუსს, და რა თქმა უნდა, ცნობილ მარმარილოსებრ საქონლის ხორცს- ვაგიუს. თევზი ფუგუ-100$ ![]() არასწორად მომზადებული ეს თევზი შეიძლება თქვენი ბოლო ვახშამი აღმოჩნდეს, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ფუგუ საკმაოდ შხამიანი თევზია, ის ყველაზე პოპულარული კერძია იაპონიაში. შეფ-მზარეული, ვინც ამ თევზს ამზადებს, საკმაოდ რთულ სწავლებას გადის და მისი დასრულების შემდეგ იღებს სერთიფიკატს, რომელიც ადასტურებს მის კვალიფიკაციას. ფუგუს ამზადებენ ისეთნაირად, რომ კერძში შხამის მინიმალური რაოდენობა დარჩეს. 1 ულუფა ფუგუს ფასი 100 დოლარიდან იწყება. კვადრატული საზამთრო-800 დოლარი ![]() კვადრატული საზამთრო გემრიელიცაა და პრაქტიკულიც, განსაკუთრებით იაპონელებისათვის, რომლებსაც არასოდეს არ აქვთ საყოფი ადგილი, თვით უზარმაზარ მაცივრებშიც კი. იმისათვის, რომ საზამთრომ მისთვის უჩვეულო ფორმა მიიღოს, მას ზრდიან კვადრატულ კონტეინერებში. იაპონიაში კვადრატული საზამთროები იყიდება სპეციალიზირებულ მაღაზიებში და მათი ფასი 200-დან 800 დოლარამდე მერყეობს. სოკო მაცუტაკე-2000 $ ერთი კილოგრამი ![]() 1980-90-იან წლებში მაცუტაკეს სოკო ყველაზე პოპულარული საკვები იყო იაპონიაში. დღეს ის ძალიან ცოტა რაოდენობით მოდის გარემოს დაბინძურების გამო და ამიტომ ძალიან ძვირია. ყოველწლიურად ამომავალი მზის ქვეყანაში ათას ტონამდე მაცუტაკეს სოკოს იღებენ. სოკოს ფასი დამოკიდებულია მის ხარისხზე და მოყვანის ადგილზე. სეზონის დასაწყისში მაცუტაკეს ფასი 2000 $-ია, ხოლო შემდეგ თანდათან იწევს ზემოთ. საქონლის ხორცი ვაგიუ-500$-დან 2800$-მდე ![]() სიტყვა "ვაგიუ" პირდაპირ ითარგმნება, როგორც "იაპონური ძროხა"და ის აღნიშნავს მარმარილოსებრ ხორცს. იმის მიხედვით, თუ სად მდებარეობს საქონლის ფერმები, იაპონელები გამოიყენებენ მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის მოვლის და გამოკვების სხვადასხვა მეთოდებს. მათგან ყველაზე უცნაურია საქონლის გამოკვება ლუდით ან საკეთი, მასაჟების გაკეთება და სხვა. ამ ყველაფრის მიზანია-განსაკუთრებით გემრიელი ხორცის მიღება. ყველაზე საუკეთესო ხარისხის ვაგიუს ხორცს აწარმოებენ ქალაქ კობეში, კუნძულ ხონსიუზე. მისი ერთი კილოგრამის ფასი საშუალოდ 500 დოლარია, მაგრამ ზოგიერთი ხარისხის ხორცის ღირებულებამ შესაძლებელია 2800 დოლარსაც მიაღწიოს. რომაული ლალისფერი ყურძენი(Ruby Roman)-4000$ ერთი მტევანი ![]() რომაული ლალისფერი ყურძნის ჯიში გამოიყვანეს 2008 წელს და ის მხოლოდ ისაკავას რაიონში მოდის. ამ ყურძნის ხარისხი ყოველთვის მკაცრ შემოწმებას გადის. მის თითოეულ მარცვალს უნდა ჰქონდეს ხასხასა წითელი ფერი, უნდა იყოს მაგიდის ჩოგბურთის ბურთის ზომა, იწონიდეს მინიმუმ 20 გრამს და უნდა შეიცავდეს 18-20% -მდე შაქარს. არსებობს რომაული ლალისფერი ყურძენი "პრემიუმ-კლასის", ამ შემთხვევაში მისი მარცვლის წონა 30 გრამზე ნაკლები არ უნდა იყოს, ხოლო მთლიანი მტევანი მინიმუმ 700 გრამს უნდა იწონიდეს.2010 წლის მოსავლიდან მხოლოდ 6 მტევანი აღიარეს "პრემიუმ -კლასის" ყურძნად, ხოლო 2011 წელს-არცერთი. 2013 წლის ივლისში მხოლოდ ერთი მტევანმა დააკმაყოფილა მკაცრი მოთხოვნები "პრემიუმ-კლასისა" და ის 4000 დოლარად გაიყიდა. შავი საზამთრო დენსუკე-6100 $ ![]() კუნძულ ჰოკაიდოზე მოყვანილი ეს საზამთროები უჩვეულო ხავერდოვანი რბილობითა და განსაკუთრებული სიტკბოთი გამოირჩევიან. ყოველწლიურად დაახლოებით 10 000-მდე შავი საზამთრო მოჰყავთ. ორიოდე წლის წინათ დენსუკეს 8-კილოგრამიანი საზამთრო 6100 დოლარად გაიყიდა. სამეფო ნესვი იუბარი-26000 $ ორი ცალი ![]() ნესვს გააჩნია პრიალა ზედაპირი და ნარინჯისფერი რბილობი, რომელიც არაჩვეულებრივად ტკბილია. ეს ნესვი ხშირ შემთხვევაში წყვილ-წყვილად იყიდება. ჩვეულებრივ იაპონურ მაღაზიებში მათი ფასი 50-100 დოლარამდე მერყეობს, მაგრამ ყოფილა შემთხვევები, როცა მისი განსაკუთრებული ეგზემპლიარები ძალიან ძვირად გაყიდულა. ასე, მაგალითად, რამოდენიმე წლის წინ აუქციონზე ორი ცალი იუბარი 26 000 დოლარად გაიყიდა. ტორო-ფასი მერყევია ![]() ტორო-ეს ცისფერი თინუსის მუცლის ქონიანი ნაჭერია, რომელსაც ყველაზე ხშორად სუშის მოსამზადებლად იყენებენ. მისი ფასი ბაზარზე ძალიან მერყევია და 500-დან 30 000 დოლარამდე შეიძლება ავიდეს(ყოფილა შემთხვევები, როცა ფასს ამ ზედა ზღვრისთვისაც გადაუჭარბებია). 496 12-ს მოსწონს
|