x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ეგვიპტეში პრეზიდენტის ინაუგურაცია ქალების მასობრივი გაუპატიურებით აღნიშნეს
image
























უცნობმა ადამიანმა YouTube-ზე ატვირთა საშინლად მძიმე კადრები, სადაც მამაკაცების ჯგუფი, რომლებიც პრეზიდენტ აბდულ-ფათაჰ ალ-სისის ინაუგურაციას აღნიშნავენ, როგორ აუპატიურებენ ჯგუფურად 19 წლის გოგონას კაიროს ცენტრში ტაჰრირის მოედანზე.


პოლიციის ინფორმაციით ამ დღეს სექსუალური ძალადობის მსხვერპლი 27 ქალი შეიქმნა, იუწყება North West Herald-ი.


როგორც კი ეგვიპტეს ახალი ხელმძღვანელი თანამდებობრივ მოვალეობის შესრულებას ოფიციალურად შეუდგა, მაშინვე ტაჰრირის მოედანზე რამდენიმე საზეიმო აქცია გაიმართა, მონაწილეები გვერდზე ჩავლილ გოგონებს დასდევდნენ და ზოგიერთს ადგილზე აუპატიურებდნენ.



მას შემდეგ, რაც ვიდეო ძალადობის სცენებით-"Sexual harassment in Egypt - Tahrir square. Presidential ceremonies +18" ინტერნეტში გამოჩნდა პოლიციამ დააკავა 7 მამაკაცი, რომელთა ასაკი 15-იდან 49 წლამდეა, თუმცა ჯერჯერობით არცერთ მათგანს არ წაყენებია ოფიციალური ბრალდება.


დაზარალებულ ქალების დასაცავად ერთბაშად რამდენიმე საერთაშორისო ადამიანის უფლებადამცველი ორგანიზაცია გამოვიდა.


ეგვიპტეში ამა წლის მაისის თვიდან შევიდა კანონში ცვლილება, რის მიხედვითაც სექსუალური ძალადობის ჩამდენს ელის თავისუფლების აღკვეთა 3-იდან 10 წლამდე და მასთან ერთად ჯარიმა 1, 400$-ი.image

3
704
9-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
704
  
2014, 12 ივნისი, 20:34
ასეთი ცხოველები ცოცხლად უნდა დაწვა
2014, 11 ივნისი, 11:45
თან პირველი შემთხვევა არაა მაგ ქვეყანაში ბოლო წლებში ტრადიციად ექცათ
2014, 11 ივნისი, 11:43
განადირდა და გაცხოველდა ხალხი
0 1 3