x
image
ვიზა კოხაძე
ვინ იმღერებს ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის გახსნის ცერემონიაზე ბრაზილიაში? ( + ვიდეო )
image
რამდენიმე საათი დარჩა ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის გახსნის ცერემონიიდან და გავრცელებული ჭორი იმის შესახებ, რომ ამერიკელი პოპ მომღერალი ჯენიფერ ლოპესი მონაწილეობას არ მიიღებდა, ტყუილი აღმოჩნდა, რის შესახებაც ინფორმაციას ავრცელებს არგენტინული საიტი "Infobae".

ჩემპიონატი სან პაულოში 12 ივნისს დაიწყება და გახსნის ცერემონია პოპ მომღერლის - ჯენიფერ ლოპესის, ამერიკელ - კუბელი რეპერის ( რომელიც ასევე ცნობილია Pitbull ) - არმანდო ქრისტიან პერეზის და ბრაზილიელი მომღერლის - კლაუდია ლეიტის 25 წუთიანი წარმოდგენით დასრულდება.image

თუმცა დასამალი არაა, რომ ცოტა ხნით ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლოპესი პროდიუსერებთან არსებული პრობლემების გამო გახსნის ცერემონიზე ვერ ჩავიდოდა. - " ჯენიფერს არ უნდა არც თავისი თაყვანისმცემლები და არც ფეხბურთის გულშემატკივრები განასხვაოს ერთმანეთისგან და სწორედ ამიტომ ის ჩავა ბრაზილიაში (на церемонию открытия)", - ციტირებს მომღერლის წარმომადგენელი ინტერვიუში.მისი თქმით, ჯენიფერს ყოველთვის ჰქონდა სურვილი შემოთავაზება მიეღო და განცხადება უარის თქმის შესახებ ცოტა " ნაადრევი" იყო.თავად მომღერალი კი აღნიშნავს, რომ " ყველაფერი იმ გიჟური გრაფიკის ბრალია, რის გამოც მან თავდაპირველად უარი თქვა ცერემონიაში მონაწილეობაზე".

როგორც აღვნიშნეთ, გახსნის ცერემონია 25 წუთი გაგრძელდება და მასში მონაწილეობას მიიღებს 600 მსახიობი, ამავე რაოდენობის ტანმოვარჯიშე, აკრობატების მთელი არმია და მოცეკვავეები "Capoeira".


სიმღერა ( "We Are One" - "ჩვენ ერთნი ვართ" ) ჯენიფერ ლოპესის, პიტბულის და ლეიტეს შესრულებით დაასრულებს მსოფლიო ჩემპიონატის გახსნის ცერემონიას.imageimage



















0
58
5-ს მოსწონს
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
58
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0