საზოგადოება მომღერალი, ეკა კვალიაშვილი, დუმილს დაარღვევს - თუ ვინ ეწევა მომღერლის ანტიპიარს 2014, 10 ივნისი, 23:30 როგორც საზოგადოებისათვის ცნობილია, მომღერალ ეკა კვალიაშვილს ექიმებმა მძიმე დიაგნოზი - ნეიროვირუსი დაუდგინეს. რადგან მომღერლის საზღვარგარეთ მკურნალობა ძალიან დიდ თანხებთან იყო დაკავშირებული, მისმა მეგობრებმა და კოლეგებმა საჭირო თანხის შესაგროვებელად, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში საქველმოქმედო მარათონი გამართეს, სადაც 41 ათასზე მეტი ზარი შევიდა. აღნიშნული მარათონის ჩატარებიდან დღემდე, მრავალი მითქმა-მოთქმაა იმასთან დაკავშირებით რეალურად მიიღო, თუ არა მომღერალმა შეგროვილი თანხა. თავად ეკა კვალიაშვილი აცხადებს, რომ მის სახელზე გახსნილ საბანკო ანგარიშზე 90 ათასი ლარის ნაცვლად, მხოლოდ 22 ათასი ლარი ჩაირიცხა. იქიდან გამომდინარე, რომ საზოგადოებაში მრავალი აზრი არსებობს მომხდართან დაკავშირებით, ეკა და მისი ქალიშვილი ნუკა კვალიაშვილი, სოციალურ ქსელში სხვადასხვა სტატუსებს აქვეყნებენ, საიდანაც საზოგადოებას დუმილის დარღვევას და სიმართლის თქმას პირდებიან. ამჯერად, ეკა კვალიაშვილი "ფეისბუქი"-ის საკუთარ გვერდზე შემდეგ პოსტს აქვეყნებს: სულ რამოდენიმე საათის წინ კი, ნუკა კვალიაშვილი აქვეყნებს სტატუსს: "ოთხშაბათს გამოდის ეკას ინტერვიუ სარკეში, ორშაბათს გამოდის ჩემი ინტერვიუ რეიტინგში ეკასთან დაკავშირებით! ვისაც გაინტერესებთ რეალურად რა ხდება წაიკითხეთ და უცებ მიხვდებით ყველაფერს." 475 2-ს მოსწონს
|