სხვა გასული საუკუნის ლეგენდარული ქალები და მათი სიბერე 2014, 10 ივნისი, 21:38 ამ სტატიაში წარმოგიდგენთ სხვადასხვა დროის ლეგენდარულ ქალბატონებს, რომლებმაც თავი განსაკუთრებული შარმითა და ნიჭიერებით დაგვამახსოვრეს.
ბრიჯიტ ბარდო–ბრიჯიტ ან-მარი ბარდო ფრანგი მსახიობი, ყოფილი მოდელი, 2007 წელს ჟურნალმა Empire-მა იგი 100 ყველაზე სექსუალურ ქალბატონთა რიგში მოაქცია.
ელიზაბეტ ტეილორი- ამერიკელი მსახიობი, ჰოლივუდის ვარსკვლავი. ეს იყო პირველი ამერიკელი ქალი, რომლის ჰონორარი მილიონობით დოლარს აჭარბებდა. გარდაიცვალა 2011 წლის 23 მარტს. ვივიენ ლი – (1913-1967) ინგლისელი თეატრისა და კინოს მსახიობი. ცნობილია ფილმ "სამხრეთელი ლამაზმანები" და "ქარწაღებულები" -დან. ოდრი ჰეპბერნი-ოდრი კეთლინ რასტონი. ბრიტანელი მსახიობი, ოსკაროსანი, მოდელი და ჰუმანიტარი. ინგლისელ-ირლანდიელი ბანკირის ჯოზეფ ენთონის ერთადერთი ქალიშვილი. მერლინ მონრო- ნორმა ჯინ მორტისონი, ოქროს გლობუსის მქონე ამერიკელი მსახიობი, მომღერალი, მოდელი და ჰოლივუდის ყველაზე გამორჩეული ქალბატონი. ის მრავალი გავლენიანი მამაკაცის გულთამპყრობელი და ამერიკის პრეზიდენტის ჯონ კენედის საყვარელი იყო. საიდუმლოებითაა მოცული მისი გარდაცვალება. არ გამორიცხავენ იმასაც, რომ მერლინმა თავი მოიკლა. ორნელა მუტი- ფრანჩესკა რომანა რიველი. მიმზიდველი იტალიელი მსახიობი. ფილმებში ის გამოჩნდა 15 წლის ასაკიდან. თუმცა, სერიოზული შემოთავაზებები მას 1980 წლიდან აქვს. ორნელა მუტი კანის კინოფესტივალის მუდმივი და საპატიო სტუმარია. სხვადასხვა ქორწინებებიდან ჰყავს ორი ქალიშვილი და ერთი ვაჟი. ბრუკ შილდსი- ამერიკელი მსახიობი და მოდელი. 1980 წელს ის ყველაზე ახალგაზრდა მოდელად დასახელდა. არანაკლებ წარმატებული იყო მისი სამსახიობო კარიერა. ამ ულამაზესმა ქალბატონმა თავი დაგვამახსოვრა ისეთი ფილმებიდან როგორებიცაა: "ცისფერი ლაგუნა", "დაუსრულებელი სიყვარული", "საჰარა" და ა.შ. 470 6-ს მოსწონს
|