x
image
K.P.
ეკა კვალიაშვილი სკანდალური განცხადების გაკეთებას აპირებს: "დავარღვევ დუმილს და ვიტყვი სიმართლეს"
image

ეკა კვალიაშვილი ყველასათვის ცნობადი და საყვარელი მომღერალია. უკვე წლების სცენაზე დგას, თუმცა ეს ბოლო წლები იშვიათად ვხდედავდით. მომღერლის მტკიცებით, მას პოლიტიკური ძალები ბლოკავდნენ, სცენა და მაყურებელი კი ძალიან ენატრება. ეკას არანაკლებ პოპულარული ქალიშვილი, ნუკა ჰყავს. გოგონა საქართველომ პროექტ "საქართველოს ვარსკვლავიდან" გაიცნო.

image

სულ ცოტა ხნის წინ კი მომღერალ ეკა კვალიაშვილს ექიმებმა ნეიროვირუსის დიაგნოზი დაუსვეს. მომღერალს სამკურნალოდ საზღვარგარეთ წასვლა სჭირდებოდა. ეკა ხოფერიამ სპეციალური გადაცემაც კი გააკეთა, სადაც მომღერლისათვის საკმაო თანხა შეგროვდა. სამწუხაროდ ეკას შეგროვილი თანხის მხოლოდ მიზერული ნაწილი გადაეცა. საზოგადოების დიდ ნაწილს კი აინტერესებს, როგორ გრძნობს თავს მომღერალი და გამოიღო თუ არა მკურნალობამ შედეგი.



"ძალიან მალე, უმოკლეს დროში, ამ დღეებში დავარღვევ დუმილს და სიმართლეს ვიტყვი, რაც არ იცის საზოგადოებამ და დამფრთხალი ვირთხების პრინციპით, ჩემი ანტიპიარი და ავად ხსენება დაიწყო ერთმა ვიღაცამ და აყვა ერის შეუგნებელი და ჭორიკანა ნაწილი.
სულ მალე, დავდებ ფაქტებს და მიხვდებით, სრულ ანარქიაში რომ არის სული და ხორცი საქართველოში'' - წერს ეკას სოციალურ ქსელში.

image

რამდენიმე დღის წინ ნუკამაც გაავრცელა მსგავსი შინაარსის განცხადება. "ბევრი მეკითხება, ეკა როგორ არის. ძალიან, ძალიან მალე დაგიწერთ ყველაფერს რა და როგორ არის. ასევე გაგიმხელთ „ჯეოსელის“, „ბილაინის“ და „მაგთის“ სირცხვილს. ეჰ, რამდენი რამე უნდა მოვყვე, თქვენ არც კი იცით. ასევე მოტყუებული ხალხის ამბებსაც გეტყვით, რომლებსაც ეგონათ, რომ დასახმარებლად ჩარიცხეს ფული და ეს ფული დღემდე არ ჩარიცხულა ეკასთან და ბევრს ენა გადმოგდებული რომ აქვს და ტლიკინებს, მოგაკეტინებთ ყველა ეგეთს ძალიან მალე.
მხოლოდ საქართველოში–ადამიანის ცუდად ყოფნაზეც პიარს იკეთებენ ეს ახ***ები. ფუი, სამარცხვინოებო...."-წერდა ნუკა.


როგორც გაირკვა დედა-შვილმა დაპირებული ინტერვიუ უკვე მისცა რამდენიმე სააგენტოს. რა მოხდა სინამდვილეში? ამ ყველაფერს მომავალ კვირაში ყვითელი პრესის ფურცლებიდან შევიტყობთ.

imageimage

1
791
4-ს მოსწონს
4-ს არა
ავტორი:K.P.
K.P.
791
  
2014, 10 ივნისი, 23:07
მხოლოდ საქართველოში იცინიან სხვის უბედურებაზე და გასაჭირზე!
0 1 1