x
image
მანჩო 777
ყველაზე ლამაზი ფული მსოფლიოში
დიზაინერმა და წიგნის "ფულის ხელოვნება" (The Art of Money) ავტორმა დევიდ სტენდიშმა (David Standish) შეადგინა მსოფლიოს ათი ყველაზე ლამაზი ფულადი კუპიურის რეიტინგი. დევიდი გვარწმუნებს, რომ ლამაზი ფულის ბანკნოტის დახარჯვა ადამიანს უფრო უიოლდება. მიუხედავად იმისა, რომ ერთიანი ევროპული ვალუტის შემოღებამ ბევრი ლამაზი ფულის ბანკნოტი გაქრობისათვის გაწირა, მსოფლიოში არაერთი ეფექტური და შთამბეჭდავი ფულადი კუპიურა დარჩა.


წარმოგიდგენთ მათ ათეულს.


1. ფრანგული პოლინეზია-10 000 ფრანგული ფრანკი



image


ძნელია წარმოიდგინო უფრო ლამაზი ფულის კუპიურა, ვიდრე ფრანგული პოლინეზიის ეს ბანკნოტია. ამ ულამაზესი ქვეყნის სამოთხის მსგავსი კუნძულები: ტაიტი, ბორა-ბორა, მურეა, ნოკა-ხივა თქვენთვის კარგადაა ნაცნობი პოლ გოგენის, რობერტ სტივენსონის, სომერსეტ მოემისა და გერმან მელვილის შემოქმედებებიდან.


2.მალდივის კუნძულები-50 მალდივური რუპია


image


ესაა ფულის კუპიურა მალდივის რესპუბლიკისა, რომელიც განლაგებულია ინდოეთის სამხრეთით ინდოეთის ოკეანეში მდებარე 1300-მდე კუნძულზე. თევზჭერისა და ქოქოსის შეგროვების გარდა, რომელიც გამოსახულია კიდეც ამ ფულის ნიშანზე, ქვეყნის მოსახლეობას სხვა საარსებო წყარო არ გააჩნია-მალდივი ძალიან ღარიბი ქვეყანაა.


3.სან-ტომე და პრინსიპი-50 000 დობრა


image


ეს არიან ნამცეცა კუნძულოვანი სახელმწიფო აფრიკის კონტინენტის სანაპიროსთან გვინეის უბეში. ვულკანური წარმოშობის კუნძულებს ადგილობრივები ამაყად უწოდებენ "სამოთხეს დედამიწაზე": ულ ამაზესი პლიაჟები და ველური ბუნების ფანტასტიური სამყარო გამოსახულია კიდეც ამ ბანკნოტზე.



4.შვეიცარია-100 ფრანკი


image


ერთი შეხედვით ამ შვეიცარიული კუპიურის უკანა მხარეზე შეიძლება მოგვეჩვენოს კადრი ვიდეოთამაშისა -"მოსიარულე მკვდრების ღამე" («Night of the Walking Dead») . სინამდვილეში მასზე გამოსახულია შვეიცარიელი მხატვრის ალბერტო ჯაკომეტის (1901-1966) შედევრი-"მოსიარულე სკულპტურები".



5.კომორის კუნძულები-ფრანკი


image


კიდევ ერთი კუნძულოვანი სახელწიფო ინდოეთის ოკეანეში-კუნძულ მადაგასკარსა და აფრიკის კონტინენტს შორის. კომორის კუნძულები 130 წლის განმავლობაში საფრანგეთის კოლონია იყო და მხოლოდ 1975 წელს მოიპოვა დამოუკიდებლობა. ბანკნოტზე გამოსახული დამამშვიდებელი, საოცრად ლამაზი პეიზაჟი და მოლუსკების ნიჟარა თითქოს ხალხის ოცნებას გამოხატავს მშვიდობიან ცხოვრებაზე, რადგან დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ამ ქვეყანას გამუდმებული სახელმწიფო გადატრიალებები აწევს ტვირთად.



6.ახალი ზელანდია-5 ახალზელანდიური დოლარი


image


სერ ედმუნდ პერსივალ ჰილარი ნამდვილად ყველაზე მკაცრია იმ მკვლევარებს შორის, ვინც კი ოდესმე ფულის კუპიურაზე გამოუსახავთ:მკაცრმა ამინდმა მისი თვალების გარშემო ღრმა ნაოჭები დატოვა, ქარმა გაუუხეშა თმები და გაუღეღა პერანგის საყელო. ფულის კუპიურაც კი მიგვანიშნებს იმ მუდმივ ნამზეურზე, რომელიც შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ იმ ადამიანს, ვინც 33 წლის ასაკში დაიპყრო ევერესტი(1953 წელი), ხელმძღვანელობდა ანტარქტიდის კონტინენტის გადალახვას (1958 წელი), სათავეში ედგა კატერებით მოწყობილ ექსპედიციას მდინარე განგზე(1977წელი). დამეთანხმებით, არცთუ მცირე გამოცდაა ადამიანისათვის, რომელიც ახალგაზრდობაში მეფუტკრეობით იყო დაკავებული.



7.კუკის კუნძულები-3 დოლარი


image


ძნელია მიხვდე, თუ რატომაა უზარმაზარ ზვიგენზე შემომჯდარი ეს გოგონა ასეთი მხიარული და ბედნიერი. სავარაუდოდ, საქმე იმ ატმოსფეროშია, რომელიც კუკის კუნძულებზეა გამეფებული. კუნძულები მდებარეობს გვინეის კუნძულსა და ახალ ზელანდიას შორის. კუნძულებზე არაა არც მაღალსართულიანი შენობები, არც სასტუმროები, არც ტურისტები. ალბათ ამიტომ არიან ზვიგენიც და კუნძულის მკვიდრი ეს გოგონაც ასეთი ბედნიერნი.


8.ჰონკონგი-10 ჰონკონგური დოლარი


image


ამ ქვეყანასთან შედარებით, სადაც ცხოვრება დუღს და გადმოდუღს, ნიუ-იორკიც კი მძინარე და მშვიდ ადგილად მოგეჩვენებათ. ბანკნოტის ასეთი ფუტურისტული დიზაინი შესანიშნავად ეხამება ჰონკონგის ინფრასტრუქტურას და ალბათ შენარჩუნებული იქნება 23-ე საუკუნეშიც.


9.ისლანდია-5 000 ისლანდიური კრონა


image


აი მესმის შლიაპა...ის რომ თავზე გაიჩეროთ, ალბათ სპეციალური საყრდენები დაგჭირდებათ. უცნაურ მოდას კუპიურაზე წარმოგვიდგენს Ragnheiour Jonsdottir (1646-1715), რომელიც იყო ცნობილი მკერავი და ამავდროულად ცოლი ისლანდიის ერთმანეთის მომდევნო ორი ეპისკოპოსისა.



10.ფარერის კუნძულები-500 კრონი


image


შესაძლებელია, ეს კუპიურა არაა ისე ლამაზი, როგორც წინა კუპიურები, მაგრამ მისი ასიმეტრიული დიზაინი და ზედ გამოსახული მომაჯადოებელი მარწუხები საკმაოდ მიმზიდველია. ფარერის კუნძულები, რომელიც ისლანდიასა და ნორვეგიას შორის ატლანტის ოკეანეში მდებარეობს, გამოირჩევა მკაცრი ბუნებით, ხოლო ადგილობრივი მცხოვრებლები-ძლიერი და ვაჟკაცური ხასიათით. საინტერესო სანახავი იქნება ქვეყანა, სადაც კიბორჩხალას გამოსახულებას ფულზეც კი ხატავენ.

5
500
10-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
500
  
2014, 12 ივნისი, 23:14
არც ასეა ჩემი საქმე, მთლად წყალს ნუ გამატანთ....კი, ლამაზია, მაგრამ ეტყობა დევიდ სტენდიშს არ უნახავს და ამ ათეულში ვერ მოხვდა:)
2014, 12 ივნისი, 23:12
მანჩო , ალბათ შენც ჩემსავით გიჭირს და კაი ხანია 200 ლარიანი არ გინახავს. :) მართლა ლამაზია :)
2014, 10 ივნისი, 20:40
პირველი მართლაც ძალიან ლამაზია, ჩვენი ლარები ამოვიღე და ვადრებდი:DDD უცებ დამავიწყდა როგორ გამოიყურებოდა
2014, 10 ივნისი, 20:39
პირველი და მეექვსე მომეწონა განსკუტრებით..ისე ძალიან კარგი დიზაინია ყველა
0 1 5