ნამცხვრები გემრიელი არაჟნის კექსი 2014, 10 ივნისი, 13:26 ინგრედიენტები შაქარი 250-300 გ კვერცხი 6 ფქვილი 3 ჭიქა დარბილებული კარაქი 150 გ არაჟანი 250გ სოდა 1 ჩ.კ მარილი მწიკვი კვერცხი 6 ვანილი 1 პაკეტი მომზადება: კარაქი და შაქარი ათქვიფეთ გათეთრებამდე. სათითაოდ დაამატეთ კვერცხები, თან კარგად თქვიფეთ მიქსერით. დაამატეთ არაჟანიც და ფქვილი, სოდა, მარილი ვანილი ერთმანეთში აურიეთ და ჩაამატეთ ცომს. თქვიფეთ დაბალ სიჩქარეზე. ფორმას წაუსვით კარაქი და მოაფრქვიეთ ფქვილი. ღუმელი გაახურეთ 160 გრადუსზე. ჩაასხით ცომი ფორმაში და გამოაცხვეთ დაახლოებით 1 სთ 20 წთ (შესაძლოა მეტი ან ნაკლები დასჭირდეს, დამოკიდებულია ღუმელსა და ფორმაზე.) 15 წუთი ფორმაშივე გააციეთ, შემდეგ ამოიღეთ. მორთეთ სურვილის მიხედვით, ან უბრალოდ შაქრის პუდრა მოაყარეთ. შეგიძლიათ დაამატოთ გაყინული ან ცოცხალი (სეზონზე) კენკრა, ქიშმიში და ა.შ. გემრიელად მიირთვით! 509 2-ს მოსწონს
|