x
image
რედაქტორი
გემრიელი არაჟნის კექსი
image
ინგრედიენტები


შაქარი 250-300 გ

კვერცხი 6
ფქვილი 3 ჭიქა

დარბილებული კარაქი 150 გ


არაჟანი 250გ

სოდა 1 ჩ.კ

მარილი მწიკვი

კვერცხი 6

ვანილი 1 პაკეტი

მომზადება: კარაქი და შაქარი ათქვიფეთ გათეთრებამდე. სათითაოდ დაამატეთ კვერცხები, თან კარგად თქვიფეთ მიქსერით. დაამატეთ არაჟანიც და ფქვილი, სოდა, მარილი ვანილი ერთმანეთში აურიეთ და ჩაამატეთ ცომს. თქვიფეთ დაბალ სიჩქარეზე. ფორმას წაუსვით კარაქი და მოაფრქვიეთ ფქვილი. ღუმელი გაახურეთ 160 გრადუსზე. ჩაასხით ცომი ფორმაში და გამოაცხვეთ დაახლოებით 1 სთ 20 წთ (შესაძლოა მეტი ან ნაკლები დასჭირდეს, დამოკიდებულია ღუმელსა და ფორმაზე.)

15 წუთი ფორმაშივე გააციეთ, შემდეგ ამოიღეთ. მორთეთ სურვილის მიხედვით, ან უბრალოდ შაქრის პუდრა მოაყარეთ. შეგიძლიათ დაამატოთ გაყინული ან ცოცხალი (სეზონზე) კენკრა, ქიშმიში და ა.შ.


გემრიელად მიირთვით!





0
509
2-ს მოსწონს
ავტორი:რედაქტორი
რედაქტორი
509
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0