კულტურა რისი ეშინოდა ანჯელინა ჯოლის მამას და რას გვიამბობს მსახიობი ანჯელინას წარსულზე 2014, 9 ივნისი, 20:58 ჰოლივუდის მსახიობი და ჰოლივუდის ვარსკვლავის - ანჯელინა ჯოლის მამა ჯონ ვოიტი შეაშფოთა საყვარელი შვილიშვილის პატარა ვივიენის გამოჩენამ დიდ ეკრანზე. მსახიობმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ცოტა შეშინებული იყო, როცა გაიგო ვივიენის მონაწილეობაზე ფილმ "Maleficent".თუმცა აქვე დასძენს, რომ როდესაც ფილმი ნახა, ის აღფრთოვანდა შვილიშვილის წარმატებით და აღნიშნა: - " გოგონამ მშვენივრად გაართვა თავი ყოველივეს. ეს იყო მართლაც დიდებული იდეა ენჯის და ვივიენს ერთად ეთამაშათ ფილმში.დედა - შვილი ორივე ჰარმონიულად იყვნენ შერწყმულნი და ეს მე მაგონებს პატარა ანჯელინას, რომელმაც სწორედ ამ ასაკში დაიწყო ფილმში მონაწილეობა". ცნობისათვის, ანჯელინა პირველად 1982 წელს იხილა პირველად მაყურებელმა ფილმში "В поисках себя", სადაც მომავალი ვარსკვლავის კოლეგა ფილმში გახლდათ მამამისი ჯონი. თქვენ როგორ ფიქრობთ, გაჰყვება ვივიენი მშობლების დიდებულ კვალს და გააგრძელებს მათ გზას, თუ აირჩევს სხვა პროფესიას? დრო ძალიან სწრაფად მიჰქრის და ვივიენის გაზრდასაც დიდი დრო არ სჭირდება. ასე, რომ მალე შევიტყობთ რა გზას აირჩევს ულამაზესი გოგონა, რომელმაც არაჩვეულებრივად ითამაშა ახალ ფილმში. 416 9-ს მოსწონს |
ტიპი ჯონ ჯოლი გამოდის.