x
image
ციცი
Mediator image
გორში მცხოვრები, სადისტურად ნაწამები გოგონა გონზე მოვიდა

ის საშინელი ამბები, რაც დღეს ხდება ჩვენს ქვეყანაში, ყველასთვის შემზარავია. უამრავი თვითმკვლელობა, ყაჩაღობა, კრიმინალი და ა.შ რამდენიმე დღის წინ კიდევ ერთი მკვლელობის მცდელობა მოხდა გორში, თუმცა გოგონა რომელზეც იძალადეს გადარჩა და გონზეც მოვიდა უკვე, როგორც ამას ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნავს გოგონას დედა. თვითმხილველის თქმით, საღამოს 11 საათი იყო, როდესაც მისმა 14 წლის ბიჭმა მამას სთხოვა ფანრით ჩასულიყო სადარბაზოში. სწორედ აქ მამა-შვილმა გაიგონა რაღაც არაამქვეყნიური ხმა, რომელიც ლეკვის წკმუტუნს მოგაგონებდათ. საბოლოოდ აღმოჩენილი იქნა 13-14 წლის გოგონა, რომელიც სასტიკად იყო ნაწამები და უამრავი დაზიანება აღენიშნებოდა სხეულზე. მას ყელზე შემოჭერილი ჰქონდა კანაფის წვრილი თოკი.დაშავებული დედისერთა ლელუკა ვანიშვილი აღმოჩნდა. იგი გონზე მოვიდა, თუმცა მისი დაკითხვა ვერ ხერხდება ჯერჯერობით.

როგორც ლელუკას დედასთან საუბრით დადგინდა, გოგონა სავარაუდოდ ასეთ დღეში მისმა ყოფილმა შეყვარებულმა, მურად თოფჩიშვილმა ჩააგდო. დაშავებულის მეგობარი, როგორც ამბობს იმ დღეს, როდესაც ეს საზარელი ამბავი მოხდა, თავის ყოფილ შეყვარებულს უნდა შეხვედროდა. ფაქტები ამტკიცებენ, რომ იმ კორპუსში სადაც გოგონა იპოვნეს მურადის ნათესავებს დაკეტილი ბინა აქვთ და მისი გასაღებიც მათ აქვთ. სწორედ ამიტომ ფიქრობს ლელუკას დედა, რომ მისი შვილი მურადმა ჩააგდო ასეთ დღეში: "შესაძლოა, იქ აიყვანა ჩემი შვილი და გაუპატიურება დაუპირა". თუმცა, როგორც აღმოჩნდა გოგონა გაუპატიურებული არ არის. რაც შეეხება მურადის მამის პოზიციას, ის უარყოფს და გამორიცხავს, რომ მისი შვილი რაიმეს დაუშავებდა ლელუკას. აღმოჩნდა რომ მურადი საკმაოდ დაკავებულია სწავლით და ვარჯიშით და ამის დრო ნამდვილად არ ექნებოდა მითუმეტეს იმ დღეს. ასევე, როგორც მურადის მამა ამბობს, ბიჭს ბოლოს ლელუკამ მიწერა ერთი კვირის უკან, რომელზეც პასუხიც არ გაუცია.

მოკლედ ისღა დაგვრჩენია დაველოდოთ გამოძიების შედეგებს.

image

4
2624
8-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
2624
  
2014, 10 ივნისი, 20:40
დამნაშავე უნდა დაისაჯოს
2014, 10 ივნისი, 15:34
1000 კრიმინალს რომ გარეთ გამოუშვებ აბა რა იქნება, მოკლედ, გაგებით უნდა მოვეკიდოთ მსგავს ინციდენტებს.
ეს საქმეც ისე ჩაივლის დაუსჯელად...... ესეთი პირი უჩანს სამწუხაროდ
2014, 9 ივნისი, 22:08
მეც გორში ვცხოვრობ და მზარავს მსგავსი ფაქტი. გამოჯანმრთელებას ვუსურვებ..
0 1 4