x
image
worldsport.ge
კამერუნი მუნდიალზე არ მიდის

imageკამერუნის ეროვნული ნაკრები ბრაზილიაში დღეს დილით, პრეზიდენტის თვითმფრინავით უნდა გაფრენილიყო, თუმცა ეს არ მოხდა. მიზეზი კამერუნელი ფეხბურთელების ბოიკოტი გახდა. "ლომები" 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე პრემიებს ითხოვენ.
პირველ ივნისს გერმანიის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ ფრედ (2:2) დამთავრებულ მატჩში, კამერუნის გუნდი იმედოვნებდა, რომ ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციასთან პრემიებთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწევდა, თუმცა მოლაპარაკება არ შედგა.
შედეგად სამუელ ოტო’ომ და მისმა თანაგუნდელებმა მთავარი მწვრთნელის ფოლკერ ფინკეს ხელმძღვანელობით ბრაზილიაში წასვლა გაურკვეველი ვადით გადადეს.
შეგახსენებთ, რომ ზუსტად ხუთი დღის შემდეგ 13 ივნისს, კამერუნის ეროვნული ნაკრები მუნდიალში მექსიკასთან მატჩით ჩაერთვება.

გიორგი ბალახაძე

www.worldsport.ge

0
354
1-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
354
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0