x
image
worldsport.ge
"სელტიკი" რონი დეილამ ჩაიბარა

imageმომდევნო სეზონში გლაზგოს "სელტიკს" ახალი მწვრთნელი რონი დეილა უთავკაცებს. აღნიშნულ ინფორმაციას კლუბის ოფიციალური საიტი ავრცელებს.
38 წლის ნორვეგიელმა მწვრთნელმა შოტლანდიურ გრანდთან ერთწლიანი ხელშეკრულება უკვე გააფორმა.
"ჩემთვის ძალიან დიდი პატივია ასეთი კლუბის მწვრთნელობა. ვხვდები რამხელა პასუხისმგებლობა მეკისრება, შევეცდები კლუბთან ერთად წარმატებას მივაღწიო და შესანიშნავი გულშემატკივრები გავახარო." - აღნიშნა დეილამ.
38 წლის მწვრთნელის კარიერა მხოლოდ ნორვეგიულ "სტრომსგოსეტში" მუშაობით შემოფარგლება. რონი დეილა ამ გუნდს სათავეში 2008 წლიდან ედგა და 2013 წელს ნორვეგიის ჩემპიონი ისტორიაში პირველად გახადა.
გემახსოვრებათ, 2013 წელს ქუთაისის "ტორპედომ" დეილას გაწვრთნილ "სტრომსგოსეტთან" ამხანაგურ მატჩში 1:1 ითამაშა.
შეგახსენებთ, რომ ბოლო დროს "სელტიკი" გუნდიდან წასული მთავარი მწვრთნელის, ნილ ლენონის შემცვლელად ჰენრიკ ლარსონის, როი კინის და პაოლო დი კანიოს კანდიდატურებსაც განიხილავდა.

გიორგი ბალახაძე

www.worldsport.ge

0
2
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
2
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0