x
image
მანჩო 777
საშინელი და შემაძრწუნებელი კულინარიული შედევრები
42 წლის კონდიტერს დიდი ბრიტანეთიდან ანაბელ დე ვეტენს მეორენაირად ანაბელ დე ლექტერს უწოდებენ. ეს მყვირალა მეტსახელი ტყუილად როდი შეარქვეს მას. ანაბელი, რომელიც ადრე სკულპტორი იყო, სპეციალიზირებულია განსაკუთრებული და უცნაური ტორტების შექმნაზე, რომელსაც ვერცერთ ნორმალურ საკონდიტროში ვერ იპოვით. უდავოდ ნიჭიერი ქალი აცხობს საოცრად რეალისტურ, მაგრამ შიშისმომგვრელ და შემაძრწუნებელ ტორტებს.


image


ადამიანის ტვინი, შოკოლადისგან დამზადებული ჩვილების თავის ქალები, სხეულის სხვადასხვა ნაწილები და შინაგანი ორგანოები-ეს მცირე ჩამონათვალია იმ კულინარიული შედევრებისა, რასაც კონდიტერი აცხობს.


imageimage



ანაბელის საკონდიტრო მდებარეობს ბირმინჰემში და მას "ილუზიონისტის სამზარეულო" ჰქვია.


imageimage


ქალი ტორტების ცხობითა და გაფორმებით მხოლოდ 3 წელია, რაც დაკავებულია, მაგრამ ამ საქმეში საოცარ წარმატებას მიაღწია. ერთი ტორტის შესაქმნელად ოსტატს 30 საათამდე დრო სჭირდება და მათი საშუალო ფასი 400 ფუნტი სტერლინგია.


imageimage


გთავაზობთ ანაბელის ნამუშევრებდან რამოდენიმეს ფოტოსურათს.. ვეცადე ყველაზე უწყინარი ტორტების ფოტოები ამომერჩია, მაგრამ რამდენად გამომივიდა, ეს თქვენ თვითონ შეაფასეთ.


imageimageimageimageimageimageimageimageimage


P.S. მიუხედავად იმისა, რომ მეც კონდიტერი ვარ და სიახლე და კრეატიულობა არც ჩემთვისაა უცხო ხილი, შეძრწუნებული დავრჩი ამ ფოტოების ხილვით. ვერასოდეს შევძლებდი ამ საშინელებების გაკეთებას და შეთავაზებას ჩემი კლიენტებისათვის. ხომ არ შეიძლება, ფულის გამო ყველაფერზე წახვიდე... ან კიდევ, განა ნორმალური ფსიქიკის ადამიანს მოუნდება ამის შეჭმა? მკითხველო, თქვენთვის მომინდია ამ კითხვაზე პასუხის გაცემა.

9
243
11-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
243
  
2014, 8 ივნისი, 23:24
არამარტო ჭამის:(
ჭამის სურვილი დაეკარგება ადამიანს....
2014, 7 ივნისი, 0:00
მე შევჭამ, მართლა;-P
2014, 6 ივნისი, 19:13
:D შორს ჩემგან
2014, 6 ივნისი, 19:12
სლადკი ხალადეც.......
2014, 6 ივნისი, 19:11
კაი რააა, საზიზღრობაა:(
2014, 6 ივნისი, 19:11
ტკბილი გოჭის თავი კაი იქნება
2014, 6 ივნისი, 19:10
ცოტაა სადისტი და მანიაკი? ალბათ ეგეთები უკვეთავენ ხოლმე, აბა ნორმალური ადამიანი ამას შეჭამს?
2014, 6 ივნისი, 19:09
მე ის არ მესმის მანჩო ასეთი რაღაცის შეკვეთა რატომ უნდა დაგჭირდეს?? თორემ კონდიტერი და რპოფესიონალი საქმის გამო შეიძლება ყველაფერზე წახვიდე. თუმცა დღეს ისეთი რამეები ხდება ქვეყნად, ასეთი ხელოვნება არარ უნდა გვაკვირვებდეს :(
0 1 9