არქიტექტურა ხის ნაფოტებისაგან შექმნილი გიგანტური ფესვი-გვირაბი, რომელიც მნახველებს აოცებს (+საინტერესო ვიდეო) 2014, 5 ივნისი, 22:55 ჰენრიკ ოლოვეირა ბრაზილიელი მხატვარია, რომელიც ქმნის სამგანზომილებიან ინსტალაციებს მხატვრობის, სკულპტურისა და არქიტექტურის პრინციპების გამოყენებით.
ფერებით, ტექსტურითა და მოძრაობით სავსე ექსპრესიული ფორმები მაყურებლის აღტაცებას იწვევს.
![]() "დრო, რომელსაც მე ვანდომებ ხის ფირფიტების მეშვეობით კოლაჟების შექმნას, ანელებს ტრადიციული გამომსახველობითი ფორმატების მდორე ქაოსს, რომლებიც თავის მხრივ, მოძრაობას გადასცემენ ჩემი სამგანზომილებიანი ნამუშევრების დინამიკას, "-ამბობს ოლივეირა. თავისი ჩახლართული კომპოზიციების შესაქმენლად მხატვარი იყენებს ხის სამშენებლო ხარაჩოების ნარჩენებს, რომლებსაც სან-პაულოს სანაგვე კონტეინერებში პოულობს. ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() გთავაზობთ ამ უცნაური ფესვი-გვირაბის შექმნის პროცესის ამსახველ ვიდეოს, რომელზეც ნაჩვენებია, თუ როგორ იწყობოდა ეს ორიგინალური კონსტრუქცია. 128 9-ს მოსწონს
|