არქიტექტურა ხის ნაფოტებისაგან შექმნილი გიგანტური ფესვი-გვირაბი, რომელიც მნახველებს აოცებს (+საინტერესო ვიდეო) 2014, 5 ივნისი, 22:55 ჰენრიკ ოლოვეირა ბრაზილიელი მხატვარია, რომელიც ქმნის სამგანზომილებიან ინსტალაციებს მხატვრობის, სკულპტურისა და არქიტექტურის პრინციპების გამოყენებით.
ფერებით, ტექსტურითა და მოძრაობით სავსე ექსპრესიული ფორმები მაყურებლის აღტაცებას იწვევს.
"დრო, რომელსაც მე ვანდომებ ხის ფირფიტების მეშვეობით კოლაჟების შექმნას, ანელებს ტრადიციული გამომსახველობითი ფორმატების მდორე ქაოსს, რომლებიც თავის მხრივ, მოძრაობას გადასცემენ ჩემი სამგანზომილებიანი ნამუშევრების დინამიკას, "-ამბობს ოლივეირა. თავისი ჩახლართული კომპოზიციების შესაქმენლად მხატვარი იყენებს ხის სამშენებლო ხარაჩოების ნარჩენებს, რომლებსაც სან-პაულოს სანაგვე კონტეინერებში პოულობს. ჰენრიკ ოლივეირას მიერ შექმნული ეს ფესვი-გვირაბი, რომელსაც შემოქმედმა "Transarquitetonica" უწოდა, შედგენილია ერთმანეთში გადახლართული ხისა და ლითონის კონსტრუქციებისაგან. შემდეგ ამ ჩონჩხზე დამატებულია ნაგავში ნაპოვნი ხის ფირფიტები და ნაფოტები. ფესვის მოდელზე ოლივეირამ გააკეთა შიგა და გარე მოპირკეთება, შედეგი კი გასაოცრად ლამაზი და ორიგინალური გამოვიდა. გთავაზობთ ამ უცნაური ფესვი-გვირაბის შექმნის პროცესის ამსახველ ვიდეოს, რომელზეც ნაჩვენებია, თუ როგორ იწყობოდა ეს ორიგინალური კონსტრუქცია. 128 9-ს მოსწონს
|