საზოგადოება ნინი ბადურაშვილი დააჯარიმეს–"გთხოვთ დამინდეთ" 2014, 5 ივნისი, 22:35 ნიშნობა, გრანდიოზული ქორწილი, ორსულობა, სკანდალური განქორწინება და პატარა ელენეს დაბადება. იმას რასაც სხვები ათობით წელს ანდომებენ მომღერალმა ნინი ბადურაშვილმა სულ რამდენიმე თვეში მოასწრო. მომღერალი იმ ცნობილთაგანია, ვის შესახებაც საზოგადოებას ყოველთვის ყველაფერი აინტერესებს. ნინი ბადურაშვილი ღერძულა ხაზის გადაკვეთისთვის დააჯარიმეს. "ვერ გავიგე ამ ღერძულა ხაზის გადაკვეთისთვის მერამდენე ჯარიმა უნდა მომივიდეს. დამეხსენით"-წერს მომღერალი სოციალურ ქსელში. ნინი გაოგნებულია, არ სჯერა, რომ ხაზი მართლაც ამდენჯერ გადაკვეთა. "არ მჯერა, რომ ამდენჯერ ვკვეთ. იმდენი ჯარიმაა მოსული სახელმწიფო ბიუჯეტს შევავსებ. გთხოვთ დამინდოთ, არც ეგეთი შეძლებული ვარ"-ამტკიცებს ის. ნინი დაქორწინებული გახლდათ რუსეთში მოღვაწე ქართველ ბიზნესმენ ირაკლი კუტალაძეზე. სამწუხაროდ ურთიერთობა არ შედგა. წყვილს ერთი ქალიშვილი ჰყავს, პატარა ელენე. მომღერლის მტკიცებით, შვილმა მისი ცხოვრება საფუძვლიანად შეცვალა, ახლა უკვე შინ სიხარულით მირბის, რათა ელენესთან მეტი დრო გაატაროს. ელენე მამამ რამდენიმე თვის წინ გაიცნო და ყოფილმა ცოლ-ქმარმა ურთიერთობაც დაალაგა. მომღერალმა ცოტა ხნის წინ ტელეკომპანია "იმედის" შოუში, "ცეკვავენ ვარსკვლავებში" მიიღო მონაწილეობა. ნინი კოტე თოლორდავას მეწყვილე გახლდათ. წყვილი ფინალში ვერ მოხვდა, თუმცა ჟიურისაგან ბევრი კომპლიმენტი, ცოტაოდენი შენიშვნა და მაყურებლის დიდი სიყვარული დაიმსახურა. 225 1-ს მოსწონს 1-ს არა
|