საზოგადოება ქართველი სოპრანო, თამარ ივერი, CFDA-ს დაჯილდოების ცერემონიალზე რიანას ჩაცმულობას გამოეხმაურა 2014, 6 ივნისი, 0:46 ბოლო დღეებში, ინტერნეტში გავრცელებულმა ბარბადოსელი მომღერლის, რიანას თითქმის შიშველმა ფოტოებმა, საზოგადიების დიდი ინტერესი გამოიწვია. მომღერლის ექსტრავაგანტული და გამომწვევი ჩაცმის სტილი, ყველასთვისაა ცნობილი, მაგრამ ამჯერად მისმა სითამამემ, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. აღნიშნულ ფაქტს, ცნობილი ქართველი საოპერო მომღერალი, თამარ ივერი "ფეისბუქი"-ის საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებული შემდეგი პოსტით გამოეხმაურა: "მდაა....გალა კონცერტისთვის მეც ხომ არ შემეკვეთა ნეტავ? მაგრამ ვიცი, ჩემს უკან, ნახევარი ორკესტრი ვეღარ დაუკრავს"- წერს თამარი სოციალურ ქსელში. რიანასკენ მიმართული განსაკუთრებული ყურადღება 2 ივნისს ნიუ-იორკში მოდური პრემიის, CFDA-ს დაჯილდოების ცერემონიალზე მისმა ჩაცმულობამ გამოიწვია. 26 წლის მომღერალი, წითელ ხალიჩაზე საყვარელი დიზაინერის, ადამ სელმანის მიერ შექმნილ, სვაროვსკის კრისტალებით დაფარულ, გამჭირვალე კაბაში ნახევრადშიშველი გამოცხადდა, რითაც შოკში ჩააგდო დამსწრე საზოგადოება. ფოტოგრაფებმა, გამჭირვალე ქსოვილით შემოსილი რიანას მომხიბლავი სხეული ყველა რაკურსით დააფიქსირეს. CFDA, მოდის ყოველწლიური დაჯილდოებაა, რომელიც მოდელებს დიზაინრებს და სელებრითებს საუკეთესო ჩაცმულობისათვის აჯილდოებს. რაც შეეხება რიანას, მან ჯილდო ნომინაციაში Fashion Icon მიიღო. 639 5-ს მოსწონს
|