x
image
რედაქტორი
ქიშმიშიანი ფუნთუშები
image
ინგრედიენტები:


-რძე 1.5 ჭიქა

-კვერცხი 2ცალი

-ფქვილი 4 ჭიქა


-დარბილებული კარაქი 50 გ

-ქიშმიში 1 ჭიქა
-საფუარი 1 ჩ.კგ
-შაქარი 1/2 ჭიქა
-მუსკატის კაკალი 1/2 ჩ.კ

-მარილი მწიკვი



სიროფი:

-შაქარი 1/4 ჭიქა

-წყალი 1/4 ჭიქა


შაქრის მინანქარი:
ერთი ცალი კვერცხის ცილა და ჭიქა ნახევარი შაქრის პუდრა.მიქსერით კარგად ათქვიფეთ მანამ სანამ არ მიიღებთ სქელ და ფაფუკ მასას.

თბილ რძეში გახსენით საფუარი და შაქარი. ცოტახანი აცადეთ ამოფუება. თასში ჩაყარეთ 4 ჭიქა ფქვილი, მარილი, მუსკატის კაკალი. დაამატეთ საფუვრიანი რძე და კვერცხი. დაიწყეთ მოზელვა, შედმეგ შეაზილეთ დარბილებული კარაქი. თუ საჭიროა, დაამატეთ კიდევ ნახევარი ჭიქა ფქვილი. ცომი უნდა იყოს რბილი და ელასტიური. არ უნდა ეკრობოდეს ჭურჭლის კედლებს. ბოლოს დაამატეთცქიშმიშიც. დააფარეთ თავზე და დადგით სითბოში ასაფუებლად. ცომი კარგად რომ ამოვა, გაახურეთ ღუმელი 180 გრადსზე. ღუმელის ფორმას ძირზე დააფინეთ პერგამენტის ქაღალდი. ცომისგან გააკეთეთ პატარა გუნდები და ჩაალაგეთ ფორმაში. თავზე გადააფარეთ და დატოვეთ 30 წუთი. შემდეგ გამოაცხეთ 20-30 წუთი, სანამ კარგად არ დაიბრაწება. სანამ გამოიღებთ ფუნთუშები მორთეთ შაქრის მინანქარით და 2-3 წუთში გამოიღეთ ღუმელიდან.

ამასობაში მოამზადეთ შაქრიანი სიროპი. წყალი და შაქარი ადუღეთ დაბალ ცეცხლზე, სანამ ცოტა არ გასქელდება. გააციეთ ბოლომდე.
გამომცხვარ ფუნთუშებს გადაუსვით ფუნჯით სიროპი.

0
283
3-ს მოსწონს
ავტორი:რედაქტორი
რედაქტორი
283
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0