ცომეული
ფარშირებული კარტოფილი, შემწვარ ბეკონში.
2013, 17 დეკემბერი, 23:58
ინგრედიენტები:
კარტოფილი - 10 ცალი
ფარში - 500 გრ
ყველი - 100 გრ
ბეკონი - 1 შეკვრა
ხახვი - 1 თავი
მწვანე ხახვი - 1 შეკვრა
პეტრუშკა ერთი შეკვრა
ზეთი შესაწვავად
მომზადების წესი:
მოვხარშოთ კარტოფილი ნახევრად 10 წუთის მანძილზე.გადავაქციოთ წყალი, გავაცალოთ კანი და ვაცადოთ გაგრილება. გავჭრათ კარტოფილი შუაზე და არ აურიოთ ნაჭრები ერთმანეთში. ყველა
ნაჭერს მისი მეორე ნახევარი მიუდოთ. შიდა გული ამოვიღოთ კოვზით ან დანით. ფარში შევწვათ დაფაზე ცხიმში, დავამატოთ მარილი და წვრილად დაჭრილი ხახვი. გაციების შემდეგ ფარში შეურიოთ გახეხილ ყველს და დანაყულ მწვანილს. შემდეგ ეგ შიგთავსი ჩავდოთ გულამოღებულ კარტოფილში და დავაფაროთ მეორე ნახევარი, შემდეგ შემოვახვიოთ ბეკონი და შევკრათ სუფთა ძაფით. შემდეგ დავასხათ ტაფაზე ზეთი, დავდოთ ტაფაზე
გამზადებული კარტოფილი ფარშით და ბეკონით და შევწვათ 30 წუთის მანძილზე ღუმელში 180-200 გრადუსზე და მაგიდაზე გავიტანოთ ცხელი.