ცომეული გემრიელი ჩებურეკი 2013, 17 დეკემბერი, 23:24 ![]() ინგრედიენტები. ცომი: ფქვილი - 300 გრ წყალი - 300 მლ მარილი -ერთი ჩაის კოვზი. გულსართი: ფარში - 300გრ ხახვი - 1 ცალი ნიორი - 2 კბილი კეფირი - 2 სუფრის კოვზი მწვანილი. შავი პილპილი მარილი მომზადების წესი: ცომის მომზადება: წყალი დავადგათ ცეცხლზე რომ შეთბება ჩავყაროთ ფქვილი და ნელ ნელა მოვურიოთ სანამ არ მივიღებთ ერთიან მასას. დავაფაროთ ზემოდან თბილად და შევფუთოთ 30 წუთი. გულსართის მომზადება: ტაფაზე დავდოთ ფარში, მწვრილად დაჭრილი ხახვი, ნიორი და მწვანილი. დავუმატოთ მარილი და პილპილი გემოვნებით. ასევე დავამატოთ კეფირი და მოვშუშოთ რამოდენიმე წუთი. ცომი გავყოთ რამოდენიმე ნაჭრად გავაბრტყელოთ თხელ ფენებად და მოვაყაროთ ფქვილი, ამ გაბრტყელებულის ნახევარზე დავდოთ შიგთავსი ხოლო მეორე ნახევარი ზევიდან დავაფინოთ და ირგვლივ შევუკრათ კიდეები. შემდეგ კარგად შევწვათ ორივე მხრიდან. გემრიელად მიირთვით! 338 6-ს მოსწონს
|