x
image
რედაქტორი
საშობაო ღვეზელი

image
ღვეზელი ეს არის თავისებული ხაჭაპური, რომელსაც დამატებული აქვს მოხარშული კვერცხი. ეს არის ტრადიციული კერძი საშობაოდ საქართველოში. მას აცხობენ დიდ ტაფაზე და შემდეგ ჭრიან ან ყველა ოჯახის წევრის სახელზე ცალცალკე.

ინგრედიენტები


-რძე-500 მლ
-კვერცხი - 6 ცალი
-მარგარინი -50გრ
-საფუარი-1დესერტის კოვზი.
-ფქვილი რამდენსაც მოითხოვს ცომი
-ყველი- 500გრ

მომზადების წესი:
წინასწარ მოვხარშოთ კვერცხი გავფრცქვნათ და დავჭრათ წრეებად.
ცომის მომზადება:
თბილ რძეში ჩავყაროთ საფუარი და დავდგათ 10 წუთი, რომ საფუარმა დაიწყოს მოქმედება. როგორც კი დავინახავთ რომ დაიწყო რეაქცია დავუმატოთ ერთი ცალი კვერცხი, გამდნარი მარგარინი, მარილი და ნელნელა შევაზილოთ ფქვილი. შემდეგ დავტოვოთ ამოსასვლელად. გადავზილოთ ორჯერ. შემდეგ გავაბრტყელოთ
მრგვალად მისი ნახევარი დავფაროთ ყველით და დავალაგოთ დაჭრილი კვერცხი და კარაქის რამოდენიმე ნაჭერი და ცომის მეორე ნახევარი გადავაფაროთ ზემოდან და კუთხეები ამოვუწეპოთ. შემდეგ
ფრთხილად გადავიტანოთ ტაფაზე რომელზეც მარგარინი იქნება წასმული და გამოვაცხოთ ღუმელში. შეგიძლიათ ზემოდან წავუსვათ ათქვეფილი კვერცხი ხოლო გამოცხობის შემდეგ კარაქი.
image








0
1853
3-ს მოსწონს
ავტორი:რედაქტორი
რედაქტორი
1853
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0