x
image
K.P.
ეთერ კაკულიას ექიმებმა სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს, მომღერალი მძიმე მდგომარეობაშია

imageსულ ცოტა ხნის წინ ინტერნეტსივრცეში ძალიან სამწუხარო ინფორმაცია გავრცელდა, ყველასათვის საყვარელი მომღერალი ეთერ კაკულია თავს ცუდათ გრძნობს. მას ექიმებმა სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს და სასწრაფოდ საზღვარგარეთ მკურნალობა სჭირდება. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მომღერალმა ზუსტი დიაგნოზის შესახებ ჯერ არაფერი იცის. ინფორმაცია ეთერის მეგობრმა, რაულ ქირიამ გაავრცელა და საზოგადოებას დახმარებაც სთხოვა: "ჩემო ძვირფასო მეგობრებო, დიდი ხანი თავს ვიკავებდი რომ დამეწერა, მაგრამ უკიდურესად მძიმე მდგომარეობა შეიქმნა, ჩემი მეგობარი, მომღერალი ეთერ კაკულია მძიმე მდგომარეობაშია. სასწრაფოდ ესაჭიროება დახმარება. მას დაუდგინდა მძიმე დიაგნოზი და საწრაფოდ საჭიროა მისი საზღვარგარეთ გამგზავრება და ჰოსპიტალიზება. ვისაც შეგიძლიათ დახმარება მოგვიანებით მის პირად ანგარიშს მოგაწვდით და აქვე გთხოვთ, მან არ იცის მისი ზუსტი დიაგნოზი და თუ დაუკავშირდებით ნუ ეტყვით დიაგნოზს... იმედი მაქვს რომელიმე შოუ, ან გადაცემაც დათანხმდება საქველმოქმედო საღამოს ჩატარებას, რათა მოხდეს სასწრაფო წესით თანხის შეგროვება, დრო ძალიან ცოტაა და საწრაფოა." გავრცელებულმა ინფორმაციამ საზოგადოების შეშფოთება გამოიწვია. ყველას აინტერესებდა, რა სჭირს მომღერალს. რაულ ქირიამ კი დაინტერესებულ პირებს განუმარტა, რომ ეთერ კაკულიას სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს და თავს ძალიან ცუდად გრძნობს.

ვუსურვოთ მომღერალს გამოჯანმრთელება...

"საქართველოს ბანკში" ანგარიში უკვე გახსნილია, სადაც ყველა მსურველს შეუძლია თანხის გადარიცხვა: GL19BG0000000825999700

imageimage

1
1498
3-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:K.P.
K.P.
1498
  
2014, 5 ივნისი, 22:18
აუ რა ცუდია
0 1 1