x
image
beko777
ნინა სუბლატი: "მარიხუანა ვეღარ უნდა მოწიო, სასმელი გაძვირდა, ცირკთან ბოზებს ჩეხავენ... რა ვქნათ, თავი მოვიკლათ?!"

imageმომღერალი ნინა სუბლატი, ფართო საზოგადოებისთვის მუსიკალური პროექტი "საქართველოს ვარსკვლავი"-დან გახდა ცნობილი და საბოლოოდ ამავე კონკურსის გამარჯვებულადაც დასახელდა. ნინა, თავისი განსხვავებული იმიჯითა და ძლიერი ხმის ტემბრით, ძალიან მალე გახდა პოპულარული და ამჯერად მას მრავალ კონცერტზე ვიხილავთ ყველაზე ცნობილ და პროფესიონალ მომღერალთა შორის. ის ფაქტი, რომ ნინა თამამი სტილითაა გამორჩეული, არავისთვისაა უცხო, თუმცა, ამჯერად მან საკუთარი სითამამე "ფეისბუქი"-ს საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტშიც გამოხატა, სადაც ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობით შეშფოთებული მომღერალი შემდეგი სიტყვებით აკრიტიკებს დღევანდელ მთავრობას:
"მგონი, ერთ-ერთი ძალიან აპოლიტიკური ადამიანი ვარ დედამიწაზე და არც მინდა, რომ სხვანაირი ვიყო მაგრამ მართლა რა ***ობა ხდება საქართველოში, რა სიქაჯეა, 1 საათის განმავლობაში 3 პოსტი ვნახე, რომ ვიღაც დაჭრეს, 2 ჯერ მოვისმინე ამბავი, რომ ვიღაც მოკლეს და მადლობა ღმერთს, რომ ტელევიზორი არ მაქვს, თორე უფრო მეტს გავიგებდი. რას აკეთებენ იქ მთავრობაში თუ რაღაცაში... კულტურა უფრო ტრ***შია, ხალხი უფრო გაჭირვებული, კრიმინალი "შეგენაცვალე", მარიხუანა ვეღარ უნდა მოწიო, სასმელი გაძვირდა, ცირკთან ბოზებს ჩეხავენ...რა ვქნათ, თავი მოვიკლათ?!" - წერს ნინა სოციალურ ქსელში.

image

image
image
image
image
imageimage


7
655
1-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:beko777
beko777
655
  
მთელ ამოღებულ მარიხუანას, შსს ეწევა თვეობით გულაობენ..... მერე ატარებენ ანტი ნარკოტიკულ კონცერტებს, აციათ მაისურები წარწერებით....არა მარიხუანა,არა ნარკოტიკი.....
2014, 5 ივნისი, 20:28
მართალია სასმელი და მარიხუანა ნელა მოქმედი შხამია მაგრამ სასმელი აკრძალული არ არის.სიმართლე გითხრა არ ვიცი კოკაინი უფრო უვნებელია თუ მანაგუა მაგრამ თრობის ეფექტს მარიხუანა არ იძლევა!!! სასმელს უამრავი გვერდითი მოვლენააქვს ძალიან ხშირად ამ დროს გაუთვითცნობიერებელ საქციელს ჩადიან ეს კი შორია მარიხუანისგან....
ვინც მარიხუანას ეწევა ის უბრალოდ არ ეწევა ყოველ დღე შეიძლება 1-2 კვირაც გავიდეს... ვეწევით მეგობრების კამპანიაში გასართობად. და რაც შეეხება პარლამენტის უსუსურობას ეს მორიგი პროვოკაციაა როგორიც იყო ერთ გენდერის ქორწინების კანონი...... შენ თუ მინიმუმ სტუდენტი მაინც ხარ და ესწრები საპარლამენტო სხდომებს მიხვდები რამდენად საჭიროა ესეთი პროვოკაციები და ამას მე არც ვამტყუვნებ იმიტომ რომ საჭიროა ამას ჩემგან პირველად არ გაიგებდი და პოლიტიკა ბინძური საქმეა ამტომაც საჭიროა პროვოკაციები ეხლა თემას ძალიან გადავუხვიე და მოკლედ გეტყვი: მარიხუა: მიჩვევას არ იწყევს და შესაბამისად არც ნარკოტიკია და მისი დაკანონება არ არის ცუდი.
2014, 5 ივნისი, 19:18
მოდი ამ საკითხს სხვა მხრიდან შევხედოთ. სასმელი და მარიხუანა არცერთი არ არის სწრაფ მოქმედი შხამი. საჭესთან ნასვამ მდგომარეობაში ადვილია მძღოლის გაშიფრვა, დაბოლილ მდგომარეობაში კი სპეც ანალიზის გარეშე ვერაფერს დაადგენ. ეფექტი დიდად არ განსხვავდება სიმთვრალისგან, შედეგი კი, საჭესთან ან საპასუხისმგებლო მოვალეობის შესრულებისას, ორივე შემთხვევაში ფატალური შეიძლება აღმოჩნდეს. მოგეხსენება მარიხუანასგან მზადდება მანაგუა, ამოცნობისას კი ანალიზებში მათ შორის განსხვავება არ არის როგორც ვიცი. მანაგუა გაცილებით ძლიერმოქმედი და გვერდითი ეფექტების მქონე "ღიმილის" საშვალებაა, რომლის წყალობითაც ხელებში რამის ჩამაკვდა ძმაკაცი. თავი ბოლო. ხო არ არის მიჩვევადი, ხოდა ნუ მოწევ და შესაბამისად არავინ ჩაგამწყვდევს. რაც შეეხება იმას, რომ კანონი გკეტავს 11 წლით, სიცრუეა, რადგან გკეტავს შენი გადაწყვეტილება. საზოგადოებამ რომელიც ცხოვრობს სახელმწიფოში, მთავარი რამ უნდა ისწავლოს, კანონის პატივისცემა. არ მოგწონს კანონი, გააპროტესტე, მაგრამ ნუ იწუწუნებ. აქეთ-იქით გადახრილ-გადმოხრილი სექსუალური უმცირესობები და პარლამენტის უსუსური მუშაობა კი საერთოდ სხვა თემაა. P.S. კოკაინი უფრო უვნებელია ვიდრე მანაგუა
2014, 5 ივნისი, 17:29
ჯერ 1 კანონი 11 წლით მკეტავს მე და მიზღუდავს უფლებას ვიცხოვრო,
2 მკვლელები 8-9(რათქმაუნდა მინიმუმ) ჯდებიან ციხეში. 3ნარკომოვაჭრეობაო და მარიხუანა ნარკოტიკი არ არის.
4 ერთ გენდერიანი ადამიანების დაქროწინება კანონია და მარიხუანის მოხმარება უკანონო?
ნარკოტიკი არის ყაყაჩოც ანუ ოპიუმი და მოდი ავკრძალოთ ისიც კანონით.
5 ნარკოტიკს ტოლერანტობა ახასიათებს მარიხუანა კი არ იწვევს მიჩვევას.
6 რაც ასაკრძალია და კანონის ფარგლებში ჩასადგომია ნეტა იმას მიხედონ თბილის-ქუთაისის გზაზე გაჭიმულმა ანტიპოლიტიკოსებმა)
2014, 5 ივნისი, 11:05
მომისმინე ყურადღებით, მარიხუანაზე სანქციები იმიტომ გამკაცრდა რომ აღმოიფხვრას ნარკომოვაჭრეობა. ამიერიდან კანაფი ისე უნდა აღიქვა როგორც ნარკოტიკი და არა როგორც "ღიმილის" საშვალება. თუ ვიღაცას კოკაინი უფრო მაგრად ევასება ვიდრე მარიხუანას ფარჩაკი კაიფი, ეს იმას არ ნიშნავს რომ კოკაინი ლეგალიზებული უნდა იყოს. როდესაც გაქვს კანონი, დაიცავი ან დაარღვიე, არაა საჭირო ყველაფერი მოირგოთ.
2014, 4 ივნისი, 19:16
ნინას ბევრ რამეში არა მაგრამ მარიხუანას რეგალიზაციაში ვეთანხმები. მარიხუანა ნარკოტიკი არ არის და ამის გამო 11 წელი ციხეში ჩასმაც დაუშვებელია,11 წელი უდა იჯდე მკვლელებთან მოძალადეებთან ქურდებთან ერთად და ეს გამოგასწორებს? არა იქიდან ფსიქიკაშერყეული რომ გამოხვალ მერე კაცსაც მოკლავ და იქურდებ კიდეც.... ვისაც ციხე უბრალოდ 4 კედელი გონია ეს ასე არაა იქ ადამიანებს აუპატიურებენ და აწამებენ კიდევ უარესიც ხდება ხოლმე....და ღიმილისთვის 11 წელი ციხეში ეს უკანონო კანონია!
2014, 4 ივნისი, 17:49
ვეტყოდი რაც უნდა ქნას მაგრამ, ბანს ავიკიდებ... ამან თუ მარიხუანა ვერ მოწია და ვერ იხტუნავა, დანგრეულა ქვეყანა. რაზეც ხმის ამაღლებაა საჭირო იმაზე ჩუმადაა ყველა და მარიხუანაო სასტავმა.
0 1 7