x
image
მანჩო 777
იაპონელი ბუდისტების უცნაური და სენტიმენტალური რიტუალი
მოგეხსენებათ, იაპონელებს ძალიან უყვართ შინაური ცხოველები, განსაკუთრებით კი კატები...რაოდენ უცნაურადაც არ უნდა მოგეჩვენოთ, ბუდისტებს თურმე აქვთ განსაკუთრებული დასაკრძალი ცერემონია მკვდარი კატებისათვის და თქვენ წარმოიდგინეთ, ამ რიტუალის ჩასატარებელი სპეციალური სამსახურიც კი არსებობს.. მოდით ვნახოთ, როგორ ხდება იქ ეს ყველაფერი:


ეს შენობა შინაური ცხოველების დამკრძალავი ბიუროა


image


საყვარელ ცხოველთან გამოსამშვიდობებელი ცერემონია პირველ სართულზე იმართება



image


ეს საკურთხეველია კამერის წინ, სადაც კრემაცია განხორციელდება


image


მას შემდეგ, რაც ბერი წაიკითხავს შესაბამის ლოცვებს და სათანადო გალობაც მორჩება, ცხოველის პატრონები სანთლებს ანთებენ


image


შემდეგ ბერი კატას დებს კრემაციისათვის განკუთვნილ სადგარზე და ისევ ლოცულობს


image


სანამ კრემაცია მიმდინარეობს, ცხოველების პატრონები იცდიან ოთახში, რომელიც სავსეა ფერფლისათვის განკუთვნილი ცარიელი ურნებით


image


კლიენტებს სთავაზობენ ამოირჩიონ ურნა თავისი შეფუთვით, სადაც ცხოველის ფერფლს მოათავსებენ


image


ყველაფერს, რაც კი კრემაციისაგან დარჩა, ბერი ურნაში ათავსებს, ძვლებს ჯოხებით იღებენ და მასაც იქვე მიუჩენენ ადგილს


image


ბერი ცხოველის ნარჩენებს დიდი რუდუნებით და პატივისცემით ეპყრობა


image


ზოგიერთი დიდი ძვალი მოითხოვს დანაწევრებას, რათა კარგად მოთავსდეს ურნაში


image


ამის შემდეგ ბერი ურნას თავს ახურავს და პატრონების მიერ ამორჩეულ სასაჩუქრე შეფუთვაში ათავსებს


image


სახლში მიტანის შემდეგ იაპონელები აწყობენ პატარა მემორიალს თავიანთი საყვარელი ცხოველის პატივსაცემად


image


"ჩვენ გვენატრები შენ"....

0
52
8-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
52
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0