x
image
K.P.
ვინ არის და რას საქმიანობს თამთა გოდუაძის ყოფილი ქმარი?

imageთამთა გოდუაძე საბერძნეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი გახლავთ, რომელიც "რუსთავი 2"-ის მუსიკალურ პროექტ "იქს ფაქტორის" ჟიურის წევრია. ოჯახი სულ პატარამ შექმნა. 14 წლის უკვე დედა იყო. არავის მოუტაცია, პირველ სიყვარულს საკუთარი ნებით გაჰყვა. ქორწინებამ დაახლოებით 6 წელი გასტანა. პირად დრამაზე თამთა გულწრფელად გვიამბობს და ამტკიცებს, რომ განვლილ გზას არ ნანობს. "გარდატეხის ასაკში რომ შვილს გააჩენ, ეს არასოდეს დაგავიწყდება და ეს სრულიად ცვლის შენს ცხოვრებას. ჩემი ცხოვრების სიძნელეებმა და ადრეულ ეტაპზე გადატანილმა ოჯახურმა დრამებმა გამაძლიერა. დღევანდელ ჩემს ცხოვრებას რომ ვუყურებ, ვფიქრობ, რომ არა ის, რაც გადავიტანე, ამდენს ვერ მივაღწევდი. არც ერთი ვიყავით მზად ამ ყველაფრისთვის. 6 წელი ვიცხოვრეთ ერთად და დღეს რომ ვიხსენებ, ბევრ რამეზე მეცინება. ეს არც იყო ოჯახი, ეს იყო თამაში. წარმოიდგინეთ, 14 წლის გოგო, როცა მისი საზრუნავი ხდება ქმარი და შვილი როცა ეს საბოლოოდ გავაცნობიერე, ჩემს შვილს ხელი მოვკიდე და საბერძნეთში წავედი დედასთან."-გვიამბობს თამთა. image


თამთას ყოფილი მეუღლე ბიზნესმენი შმაგი ხაჭვანი გახლავთ. წყვილს ერთი ქალიშვილი ანა ჰყავთ. შმაგის უკვე ახალი ოჯახი ჰყავს, მეუღლე და ვაჟი. ანა ზაფხულობით მამასთან ატარებს დროს, დედინაცვალთანაც კარგი ურთიერთობა აქვს. სოციალურ ქსელში ანასა და შმაგის ფოტოები გავრცელდა. image

შეგახსენებთ, რომ ბერძნული პრესა დიდი ხნის მანძილზე "ნადირობდა" ანას ფოტოებზე. თამთას უნდოდა ქალიშვილი დედის პოპულარობის ქვეშ არ მოქცეულიყო და გზა თავად გაეკვალა. "მინდოდა, ჩემი შვილი გარკვეული გავლენის ქვეშ არ მოქცეულიყო და, მგონი, ეს მოვახერხე. ახლა უკვე მისი გადასაწყვეტია, სად გამოჩნდება და სად – არა"–გვიამბობს თამთა.imageimageimageimageimage


0
2003
4-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:K.P.
K.P.
2003
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0