დღეს უკვე მომღერალი თამთა გოდუაძე ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ პერსონად ითვლება საქართველოში და ქართველ ხალხსაც ბევრი რამ აინტერესებს მის შესახებ. განსაკუთრებით ხალხის დაინტერესება ეხება მის პირად ცხოვრებას. ეს ხომ ასეთი აქტუალური თემაა საქართველოში, როდესაც განიხილავ სხვის ცხოვრებას და ხშირად აკრიტიკებ კიდეც მას. სწორედ ამიტომ ალბათ დადგა დრო გავიგოთ მისი პირადი ცხოვრებიდან გარკვეული დეტალები: ვინ არის მისი შვილი, ვინ არის მისი ქმარი და ასე შემდეგ. მის შვილზე უკვე იცის საზოგადოების ნაწილმა და თუ ეს ასე არ არის, მაინც შეგახსენებთ, რომ თამთას ყავს 17 წლის ქალიშვილი ანა. თამთას ყოფილ ქმარზე, კი ბევრი არაფერია ცნობილი, ამიტომაც გეტყვით, რომ ეს გახლავთ ბიზნესმენი შმაგი ხაჭვანი. ერთ-ერთ ინტერვიუში შმაგი ყვება თამთასთან ურთიერთობის შესახებ, სადაც ამბობს რომ თამთა 14 წლის იყო, თვითონ კი 16 წლის როდესაც ერთმანეთი გაიცნეს. ექვს თვიანი შეყვარებულობის შემდგომ ისინი გაიპარნენ და ექვსი წელი ხოვრობდნენ ერთად. თუმცა მოგეხსენებათ ნაადრევად შექმნილი ოჯახები მალე ინგრევა და იგივე ბედი ეწია მათ ურთიერთობასაც. როგორც აღმოჩნდა თამთა ოჯახის დანგრევის შემდეგ წასულა საბერძნეთში დედასთან, თავის პატარა გოგონასთან ერთად. დღეს შმაგის და ანის კარგი ურთიერთობა აქვთ, როგორც თავად თამთას მეუღლე ამბობს და საქართველოში 2-3 კვირით რჩება ხოლმე მამასთან დასასვენებლად. თავად თამთასთან შმაგის არანაირი ურთიერთობა არ აქვს. მათ მხოლოდ ბავშვი აკავშირებთ ერთმანეთთან. მითუმეტეს, რომ თამთას ყოფილ მეუღლეს უკვე ცოლ-შვილი ყავს და ძალიან ამაყობს თავისი ახალი ოჯახით. თამთას კი წარმატებებს და ყველაფერ საუკეთესოს უსურვებს ცხოვრებაში.
შმაგი თავის ახალანდელ მეუღლესთან ერთად .