x
image
მანჩო 777
როგორ უნდა მოიპოვოთ საცოლე ეთიოპიურად
თანამედროვე გოგონების უმეტესობას ვერ წარმოუდგენია სიყვარული მამაკაცის მხრიდან სითბოსა და ყურადღების, ყვავილების თაიგულების, ლამაზი კომპლიმენტების, სანთლების შუქზე გამართული რომანტიკული ვახშმისა და საჩუქრების გარეშე. მაგრამ თურმე არსებობენ ქვეყნები, სადაც მოწონებული ქალიშვილის გულის დასაპყრობად შეიძლება ყველაზე ველური და წარმოუდგენელი ხერხები იქნას გამოყენებული. მოდით, ერთად ვიმოგზაუროთ შორეულ ეთიოპიაში და ვნახოთ, როგორ იპყრობენ გოგონების გულებს იქაური მამაკაცები.


image


სამხრეთ ეთიოპიაში მცხოვრები სურმას ტომის მამაკაცები, იმისათვის, რომ ლამაზი გოგონების გულები დაიპყრონ, სასტიკ ბრძოლას მართავენ ჯოხებით, რომელსაც "დონგა" ეწოდება. ამ ბრძოლების დროს ხშირი ყოფილა შემთხვევა, როცა ქალიშვილის ხელის მთხოვნელთაგან რამოდენიმე მებრძოლი დაღუპულა.


image



"დონგას" ორთაბრძოლები-როგორც მას უწოდებენ, იმართება ტრადიციულად მოსავლის აღების შემდეგ და მასში მონაწილე მამაკაცები ორთაბრძოლას მართავენ ჯოხებით, რომლებსაც ისარივით წამახული წვერი აქვთ.


imageimage


ბრძოლის დაწყებამდე მამაკაცები ასრულებენ ეგრეთ წოდებულ "სისხლიან რიტუალს", სვამენ რა დაახლოებით ორ ლიტრამდე სუფთა სისხლს. სისხლი მათ ძალის მოსაკრებად სჭირდებათ. ბრძოლა შეიძლება საკმაოდ დიდხანს გაგრძელდეს და ბევრი დაიღუპოს კიდეც. გამარჯვებულს უფლება აქვს ტომის ყველაზე ლამაზი გოგონა ამოირჩიოს ცოლად.


image


ის ოჯახები, რომლებიც ამ ბრძოლაში დაკარგავენ ჭაბუკებს, ღებულობენ კომპენსაციას, რომელიც შედგება 20 ძროხისაგან და მოწინააღმდეგის ოჯახის წევრი ქალიშვილისაგან, ხოლო ისინი, ვინც გაიმარჯვებენ, ისაკუთრებენ ყველაზე ლამაზ ქალიშვილებს და ტომის სხვა წევრების პატივისცემასა და მოწიწებას იმსახურებენ.


image


აი როგორ იმართება ეს ბრძოლები: მამაკაცები, რომლებიც მასში მონაწილეობის მიღებას აპირებენ, შეჯიბრების წინ ცეკვავენ, მღერიან, ასრულებენ სხვადასხვა რიტუალებს და თან გაჰყვირიან " მე გმირი ვარ, მე ყველაზე ძლიერი ვარ, გამარჯვება მე დამრჩება".


image


image


მიუხედავად იმისა, რომ მამაკაცები საშინელ ჭრილობებს ღებულობენ, ისინი ვაჟკაცურად იტანენ ტკივილს, ხანდახან იარები ძალიან ღრმა და სერიოზულია.



imageimage


როგორც ვთქვით, ბრძოლის წინ მონაწილეები ძროხის ახალ სისხლს ღებულობენ: საქონლის საძილე არტერიაში აკეთებენ ჭრილობას ბასრი დანით და იქედან გადმოჩქეფილ სისხლს გოგრისაგან გაკეთებული ფიალებით სვამენ. სურმას ხალხები ძალიან უფრთხილდებიან თავიანთ ძროხებს და მხოლოდ იშვიათ შემთხვევაში კლავენ, მაგრამ ამ სისხლის გამოშვებას ძროხები იოლად იტანენ და მათ სიცოცხლეს არანაირი საფრთხე არ ემუქრებათ.


image


მებრძოლმა სისხლი ძალიან მალე, ერთი ამოსუნთქვით უნდა დალიოს, რადგან ის მალე დედდება.


image


სისხლიანი რიტუალის შემდეგ მებრძოლები მიდიან მდინარეზე, აქ ისინი ტანს იხატავენ ტალახით, რათა ხაზი გაუსვან მათი ტანის სილამაზეს.


imageimage


"დონგას" ბრძოლები უამრავ ლამაზ გოგონას იზიდავს, ყველა მათგანს იმედი აქვს იმისა, რომ გამარჯვებული ზუსტად მას ამოირჩევს. ისინი ყელზე ლამაზ მძივებს იკეთებენ, რომელსაც ბრძოლის დამთავრების შემდეგ გამარჯვებულს გადასცემენ.


image


ბრძოლაში მებრძოლების უმეტესობა სრულიად შიშველი ღებულობს მონაწილეობას, მათ ამით უნდათ დაამტკიცონ, რომ არავითარი აბჯარი და საჭურველი არ სჭირდებათ. ბრძოლა ფაქტიურად წესების გარეშე მიმდინარეობს, მებრძოლებს უფლება აქვთ ერთმანეთს სხეულის ნებისმიერ ადგილას მიაყენონ დარტყმა. არსებობს მხოლოდ ერთი აკრძალვა: არამც და არამც არ შეიძლება წაქცეულ მეომარს დაარტყა.


image


თუ მებრძოლმა სერიოზული ტრავმა მიიღო, ან წაიქცა, დამარცხებულად ითვლება. ის წყვეტს ბრძოლას და ნებდება. ასეთ მამაკაცს არანაირი კომპენსაცია არ ეკუთვნის, მაგრამ თუ დაიღუპა-მის ოჯახს 20 ძროხას და მოწინააღმდეგის ოჯახის წევრ რომელიმე გოგონას გადასცემენ.


image


ბრძოლის დასრულების შემდეგ გამარჯვებული ჯოხს გაიშვერს იმ ქალიშვილისაკენ, რომლის გულის დასაკუთრებაც სურს. თუკი მან თავისი ყელსაბამი ამ ჯოხზე ჩამოკიდა, ეს ნიშნავს, რომ თანახმაა გამარჯებულს ცოლად გაჰყვეს.

ქალიშვილს შეუძლია უარი თქვას გამარჯვებულის ცოლად გაყოლაზე, მაგრამ ფაქტი, რომ ის რჩეულია, გოგონასთვის დიდი პატივია.


image


გათხოვებამდე გოგონებს უფლება აქვთ სექსუალური კონტაქტი ჰქონდეთ მასთან, ვინც კი მოესურვებათ, მგრამ გათხოვების შემდეგ სხვა მამაკაცთან სექსი მათთვის უკვე აკრძალულია.


ამგვარად, ბრძოლები მთავრდება, გამარჯვებული მამაკაცები მოპოვებული ნადავლით ამაყობენ და ყველაზე ლამაზ გოგონებს ისაკუთრებენ. როგორ უცნაურადაც არ უნდა მოგვეჩვენოს, ისინი სულაც არ იწუხებენ თავს ქალიშვილებს ლამაზი ნივთები და სამკაულები აჩუქონ-პირიქით, თვითონ ღებულობენ საჩუქრად ლამაზ ყელსაბამებს.


image


"დონგას" ბრძოლები სურმას ხალხების ძალიან მნიშვნელოვანი რიტუალია და საუკუნეების წინ იღებს სათავეს. ამ სანახაობის საყურებლად ეთიოპიაში ყოველწლიურად უამრავი ტურისტი ჩადის.


imageimage

9
312
13-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
312
  
2014, 2 ივნისი, 16:44
რა ლამაზმანები ყავთ, არაა?:D
2014, 2 ივნისი, 16:35
yvela ertmanets gavs,ragat unda archeva :D
2014, 2 ივნისი, 15:40
ძალიან განსხვავებული:D
2014, 2 ივნისი, 11:39
საინტერესოა განსხვავებული კულტურა:)))))))))))
2014, 2 ივნისი, 10:50
მოგეწონა არაა?:DDD
2014, 2 ივნისი, 9:40
რას გავრან, თავისუფალი ცხოვრება ქონებიათნ სანამ გათხოვდებიან გულაობენ აეე :D
2014, 2 ივნისი, 9:15
რა თქმა უნდა..და ამაზე უარესებიც:(
2014, 2 ივნისი, 9:13
გამოდის დედამიწაზე კიდევ ცხოვრობემ პრიმატები,რომლებსაც ადამიანი ჰქვია
0 1 9