საზოგადოება რატომ მალავს ერთადერთ ქალიშვილს თამთა გოდუაძე? 2014, 1 ივნისი, 21:30 ![]() ![]() ![]() "ჩემი შვილი 18 წლის ისე გახდა, რომ ვერც ერთმა ფოტოგრაფმა შეძლო მისი გადაღება. ვცდილობდი, შოუბიზნესისგან შორს ყოფილიყო. შარშან მე და ჩემი ქალიშვილი ერთად წავედით წვეულებაზე და ესეც იმიტომ გადავწყვიტე, რომ გარეგნულად არ მგავს. ვიფიქრე, ვერავინ მიხვდებოდა, რომ შვილთან ერთად მივედი. ფოტოები მაინც გადაგვიღეს. გავაფრთხილე, ის არასრულწლოვანია და უფლებას არ გაძლევთ, დაბეჭდოთ–მეთქი, მაგრამ ეს ფოტო მაინც გავრცელდა. მინდოდა, ჩემი შვილი გარკვეული გავლენის ქვეშ არ მოქცეულიყო და, მგონი, ეს მოვახერხე. ახლა უკვე მისი გადასაწყვეტია, სად გამოჩნდება და სად – არა"–გვიამბობს თამთა. ვუსურვოთ მომღერალს წარმატებები და ბედნიერი მომავალი... ![]() ![]() ![]() ![]() 1289 6-ს მოსწონს 1-ს არა
|