x
კაცი ცხვირის გარეშე
მას შემდეგ, რაც დონი ფრიტცუს დაუდგინეს იშვიათი ფორმის კიბო, ის დადგა ურთულესი გადაწყვეტილების მიღების წინაშე: გაეკეთებინა ოპერაცია, რომლის შედეგადაც დაკარგავდა სახის დიდ ნაწილს ან მოკვდებოდა. გადაწყვეტილების მიღება უფრო ადვილი იყო, ვიდრე შედეგთან შეგუება.

დენი შეშინდა, როდესაც სარკეში პირველად ნახა თავისი სახე. მას არ ჰქონდა ცხვირი და ზედა ტუჩი, ასევე კანის დიდი ნაწილი იყო მოჭრილი შუბლის არეში.

- მე საშინლად გამოვიყურებოდი, მონსტრს ვგავდი. ვფიქრობდი, მე თუ საკუთარი თავის შემეშინდა, რას იფიქრებენ ჩემზე სხვები?

დონის ეშინოდა ქუჩაში ხალხის მზერის, სწორედ ამიტომაც ის იშვიათად გადიოდა სახლიდან. მისთვის ეს იყო უმძიმესი პერიოდი. საბედნიეროდ, მისი ცოლი სერონი მის გვერდით იყო ყოველთვის, მას არასოდეს აწუხებდა მისი მეუღლის ახალი გარეგნობა:


- მისი სილამაზე იმაშია, რომ ის არის კეთილი და მოსიყვარულე ადამიანი, - თქვა შერონმა.

ბოლოსდაბოლოს დონიმ შეძლო და გამოვიდა გარეთ, რაც რობერტ ბარრონის დამსახურებაა. ის ყოფილი ცსს-ის (ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო) თანამშრომელია. რობერტი შენიღბვების სპეციალისტი იყო და მან ხელით გაუკეთა დონის ცხვირის პროტეზი, ამასთან ერთად მას აღუდგინეს ტუჩიც.

დღეს დონის აქვს ახალი სახე და ახალი ცხოვრებაც, ის თავისუფლად გადის გარეთ და აღარც ხალხის ყურადღებას იქცევს. მას აღარ აქვს კიბო და ის ბედნიერად ცხოვრობს საყვარელ მეუღლესთან ერთად.


0
18
შეფასება არ არის
ავტორი:merion black
merion black
18
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0