x
მოჩვენებების ველი
მოჩვენებების ველი, რომელიც ყირიმის ნახევარკუნძულზე, მთა დემირიჯის კალთებზეა განლაგებული, გასაოცარი და იდუმალი ადგილია.

მოჩვენებების ველი არის მთის სამხრეთ მხარეს განლაგებული კლდოვანი წარმონაქმნები, რომელთაც ბუნებამ სხვადასხვა ფორმა მისცა: ზოგს ადამიანის, ზოგს ცხოველის და ზოგს მცენარის.

ქანების გამოფიტვის პროცესებმა, რომელიც ათასწლეულების მანძილზე გრძელდებოდა, დღეს ტურისტებს მისცა საშუალება იფანტაზიორონ, რადგანაც ყოველი მათგანი ამ უზარმაზარ ქვის ლოდებში დაინახავს სხვადასხვა გამოსახულებას. განსაკუთრებით ლამაზია ეს კლდოვანი წარმონაქმნები განთიადისას და მზის ჩასვლისას. ამ ადგილებში ასზე მეტი ასეთი წარმონაქმნია დათვლილი.

ამ ველზე ყოფნისას ჩნდება შთაბეჭდილება, თითქოს ეს ქვები ცოცხლდებიან, მათი ჩრდილები თითქოს იღებენ უცნაურ ფორმებს, ისინი ერთმანეთს კვეთენ, თითქოს გადაადგილდებიან კიდეც სივრცეში. სწორედ ამ მიზეზის გამოა, რომ ადგილობრივები ამ ადგილებს მოჩვენებების ველს უწოდებენ.


აღსანიშნავია ისიც, რომ ექსკურსიამძღოლებმა თითქმის ყველა კლდოვან წარმონაქმნს მოუგონეს სახელი, ზოგიერთ მათგანს კი პატარა მოთხრობაც კი მიუძღვნეს, რომელიც ადგილობრივ ლეგენდებზეა დაფუძნებული.

ყველაზე დიდი ქვის ბოძი 25 მეტრი სიგრძისაა, მას გიგანტს უწოდებენ. ასევე აქ ტურისტებს შეუძლიათ ნახონ ეგვიპტური პირამიდის მსგავსი წარმონაქმნები.

ამ ადგილის მოყვარულები ამტკიცებენ, რომ მოჩვენებათა ველზე რამოდენიმე დღიანი ყოფნის შემდეგაც კი არ მოგბეზრდებათ ამ კლდოვანი წარმონაქმნების ყურება.

ბოლოსთვის კი ამ უჩვეულო და უცნაური ადგილის სურათებს გიტოვებთ.



imageimageimageimageimageimageimageimageimage










1
33
2-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:merion black
merion black
33
  
2014, 28 მაისი, 21:27
კარგი სტატიაა სურათები კი შთამბეჭდავი
0 1 1