x
ბუნების დაცვა ან უდაბნო

კაცობრიობა დიდი ხნის განმავლობაში უშუალოდ იყო დამოკიდებული გარემომცველ ბუნებაზე. განვითარებასთან ერთად ადამიანი თვითონ გახდა დედამიწაზე ევოლუციის მძლავრი ფაქტორი. ადამიანის მიერ სხვადასხვა სახის ენერგიის დაუფლებამ ხელი შეუწყო დედამიწის ქერქისა და ატომთა ბიოგენური მიგრაციის საგრძნობლად შეცვლას. ქვის იარაღების გამოყენება გრძელდებოდა ასეულ ათასობით წელს, ხოლო ქვის საუკუნიდან ატომურ საუკუნემდე გავიდა მხოლოდ რამდენიმე ათასწლეული.
ადამიანმა უშუალო ზემოქმედება მოახდინა ბუნებაზე არხების, წყალსაცავების შექმნით, მდინარეთა კალაპოტების შეცვლით და ა.შ.
ამ ახალმა წარმოქმნებმა გავლენა მოახდინეს ჰავაზე.
ადამიანის საქმიანობა გავლენას ახდენს აგრეთვე ატმოსფეროს, მდინარეებისა და ოკეანეების შედგენილობის ცვლილებაზე. კაცობრიობა დაეუფლა უდიდეს ენერგიასა და ტექნიკას. იგი გახდა ბიოსფეროში მიმდინარე პროცესების შემცვლელი მთავარი ძალა.
ამჟამად, მთელ მსოფლიოში წარმოიშვა იმის აუცილებლობა, რომ წარმოების განვითარება, ენერგიის მოხმარება და ბუნებრივ სიმდიდრეთა გამოყენება ისე გონივრულად წარიმართოს, რომ არ დაირღვეს ბიოსფეროში არსებული კანონზომიერებანი, ბიოლოგიური ცოდნის საფუძველზე საჭიროა დავიცვათ ცოცხალი ბუნება და ჰაერის, წყლისა და ნიადაგის სისუფთავე. ბიოსფეროს სანიტარული დაცვა მთელი კაცობრიობის უმნიშვნელოვანეს პრობლემად იქცა.
ბუნებრივ მოვლენათა დარღვევის შედეგები სცილდება ცალკეული სახელმწიფოების საზღვრებს და მოითხოვს საერთაშორისო ძალ-ღონით პლანეტის ეკოსისტემის დაცვას.
ყველა სახელმწიფო შეშფოთებულია ბიოსფეროს ბედითა და კაცობრიობის შემდგომი სრულყოფით. 1971 წელს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის საკითხების განყოფილებამ (იუნესკო), მიიღო საერთაშორისო ბიოლოგიური პროგრამა "ადამიანი და ბიოსფერო", რომელიც სწავლობს ადამიანის ზეგავლენით ბიოსფეროსა და მისი რესურსების ცვლილებებს. კაცობრიობის მომავლისათვის ეს მეტისმეტად მნიშვნელოვანი პრობლემები შეიძლება გადაწყდეს მხოლოდ მჭიდრო საერთაშორისო თანამშრომლობის პირობებში.
აუცილებელია ადამიანის მზრუნველობით შეიქმნას მაღალპროდუქტიული ეკოლოგიური სისტემები, აგრეთვე გაშენდეს გამძლე ნარგაობები ნათესი ფართობების დასაცავად ქარისაგან, გვალვისაგან, მარილის, ქვიშისა და ეროზიისაგან. ამასთან ერთად საჭიროა აიკრძალოს ბუნებრივი რესურსების მტაცებლური გამოყენება.
ბიოლოგიური ცოდნის გავრცელება და ათვისება არა მარტო გავლენას მოახდენს ბუნების დაცვაზე, არამედ გახდება ბუნებრივ სიმდიდრეთა გეგმიანად გამოყენებისა და კვლავწარმოების აუცილებელი საფუძველი.

0
96
1-ს მოსწონს
ავტორი:merion black
merion black
96
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0