x
Kaplica Czaszek - თავის ქალების სამლოცველო

imageKaplica Czaszek - ამ სახელითაა ცნობილი კოშკი, რომლის კედლები და ჭერი გაფორმებულია 3 ათასზე მეტი ადამიანის თავის ქალითა და ძვლებით, ხოლო რამოდენიმე ათეული ათასი კი მიწის ქვეშაა დამარხული.imageსაქმე იმაშია, რომ ამ სამლოცველოში არის სილეზიის ომების (1740-1742; 1744-1745 წწ) მსხვერპლთა საერთო სასაფლაო, ასევე აქ არის ყველა იმ ადამიანის ნაშთი, რომელიც XVIII საუკუნის რომელიმე ინფექციური დაავადებით იყო დაავადებული.

image
სამლოცველო აშენდა 1776 წელს, ის ააშენა ს.ვ.ტომაშენკომ, რომლმაც 8 წელი მოანდომა ნაშთების შეგროვებას და დეზინფექციას.

ეს სამლოცველო არის სურათი იმისა, თუ რა სუსტი და დაუცველია ადამიანი. ერთ-ერთმა ჩეხმა მღვდელმა ამ ადგილს მდუმარე საკურთხეველი უწოდა. წელიწადში ერთხელ, 14 აგვისტოს ღამით ამ სამლოცველოში ტარდება პარაკლისი და წირვა-ლოცვა მათთვის, ვინც დაეცა ომის დროს და ვინც გარდაიცვალა დაავადებების ან უბედური შემთხვევების გამო.image

0
7
1-ს მოსწონს
ავტორი:merion black
merion black
7
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0