სხვა ორი ადამიანი დაიღუპა ჩინეთში ტუალეტში ჩავარდნილი მობილურის ამოღების მცდელობის დროს 2014, 31 მაისი, 9:42 ორი ადამიანი დაიღუპა ჩინეთში, როცა ტუალეტის ხვრელში ჩავარდნილი მობილური ტელეფონის ამოღებას ცდილობდნენ. მამაკაცი ცდილობდა ამოეღო ორმოდან ცოლის მიერ იქ შემთხვევით ჩავარდნილი ტელეფონი, რომლის ფასი 320 დოლარს უდრიდა.
როგორც Guardian-ი იუწყება, საკანალიზაციო ორმოში ჩამძვრალმა მამაკაცმა ბინძური ჰაერის შესუნთქვის გამო გონება დაკარგა. მისმა დედამ დააპირა შვილს დახმარებოდა, მაგრამ მანაც გონება დაკარგა. შემდეგ იქ ჩაძვრა ქალი, რომელმაც ტელეფონი დაკარგა და კიდევ მისი დედა. როგორც ჩანს, მათ კიდევ ორი მეზობელი მიემატათ, რადგან საშველად მოსულმა სოფლის მცხოვრებლებმა ორმოდან სულ 6 ადამიანი ამოათრიეს. პროვინცია ხენანის ამ სოფლის მცხოვრებლებმა გამოიყენებს თოკები, რომ ხაფანგში მომწყდეული ადამიანებისათვის ეშველათ. მომხდარში დამნაშავე ქალი უგონო მდგომარეობაში მყოფი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მისი გადარჩენა მოხერხდა, აი ქალის ქმარი და დედამთილი კი დაიღუპნენ. "სულ ხუთიოდე წუთის განმავლობაში ორი ადამიანი -ჩემი შვილი და ცოლი დაიღუპა, ჩემმა რძალმა კი გონება დაკარგა და ამჟამადაც მძიმე მდგომარეობაშია.ერთი წლის ბავშვი და ნახევრად პარალიზებული მოხუცი უპატრონოდ ვართ დარჩენილი..არ ვიცი, როგორ უნდა ვიცხოვროთ, "-თქვა გარდაცვლილი მამაკაცის მამამ. P.S. იპოვეს თუ არა დაკარგული ტელეფონი, ეს ჯერჯერობით უცნობია. 392 12-ს მოსწონს
|