x
image
მანჩო 777
ჩიკაგოს ცათამბჯენის მინის აივნის გაბზარული იატაკი და მძაფრი შეგრძნებების მოყვარული ტურისტები
მიმდინარე წლის 29 მაისს ჩიკაგოს ყველაზე მაღალი შენობის -103-სართულიანი ცათამბჯენის Willis Tower-ის სახურავზე მდებარე მინის აივანი, რომელიც ექსტრემის მოყვარული ადამიანების ატრაქციონს წარმოადგენს, ტურისტების ფეხებქვეშ დაიბზარა. ტურისტების თქმით, თავდაპირველად მათ გაიგონეს მსხვრევის ხმა, შემდეგ კი დაინახეს, თუ როგორ გაჩნდა ბზარები მინაზე.


image


"-ეს იყო ყველაზე საშიში მომენტი ჩემს ცხოვრებაში", -გამოტყდა შემდეგ ერთ-ერთი ტურისტი.


image



ამავე დროს ცათამბჯენის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ აივანზე მყოფ ტურისტებს არანაირი საფრთხე არ ელოდათ, რადგან გაიბზარა არა თავად იატაკი, არამედ მისი თხელი დამცავი საფარის ზედაპირი.


image


"-ეს ხდება ხოლმე და საშიში არაფერია, თვითონ იატაკი სამმაგი მინის სქელი შრისაგან შედგება და ხუთ ტონას უძლებს", - განაცხადა Willis Tower-ის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა.


image


აი ეს ტურისტები, რომელთა ფეხთაქვეშ დაიბზარა იატაკი...არა მგონია, ეს ოთხი მამაკაცი 5 ტონას იწონიდეს.


image


ამჯამად ატრაქციონი დაკეტილია და იქ მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები. ასე რომ, ექსტრემის მოყვარულებო, ცოტაოდენი ხნით მოგიწევთ თქვენი ვიზიტის გადადება, თუკი ამ ცათამბჯენის მონახულებას და მძაფრი შეგრძნების მიღებას აპირებდით.


imageimageimage


0
173
12-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
173
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0