სხვა ცნობილმა ინგლისელმა მზარეულმა McDonald´s-ს სასამართლო პროცესი მოუგო 2014, 30 მაისი, 17:38 ჯეიმი ოლივერმა სასამართლო პროცესი მოუგო McDonald´s-ს, დააამტკიცა რა, რომ მათი საჭმელი მხოლოდ ძაღლების საკვებად თუ გამოდგება. ცნობილმა ინგლისელმა შეფ-მზარეულმა საზოგადოებას გაუმხილა, თუ სინამდვილეში რისგან მზადდება McDonald´s-ის ჰამბურგერები.
ცნობილმა ბრიტანელმა შეფ-მზარეულმა და ტელეწამყვანმა ჯეიმი ოლივერმა დაამტკიცა, რომ ქიმიკატები უხარისხო, მხოლოდ ძაღლების კვებისათვის გამოსადეგ ხორცის პროდუქტებს აგემრიელებენ და ადამიანისათვის გ code:
ამოყენებადს ხდიან. მან მოუგო სასამართლო პროცესი მსოფლიოში უდიდესი სწრაფი კვების ქსელს McDonald´s-ს. თავის სატელევიზიო შოუში ჯეიმი ოლივერმა აჩვენა, თუ რისგან მზადდება კატლეტები ჰამბურგერებისათვის, რითაც სერიოზული დარტყმა მიაყენა უმსხვილესი სწრაფი კვების ქსელის რეპუტაციას. McDonald´s-ის წარმომადგენლები ყოველთვის ამტკიცებდნენ, რომ მათი პროდუქცია იაფი იმიტომაა, , რომ ხორცის ძალიან დიდ პარტიებს ყოდულობენ ბითუმად. სინამდვილეში ჰამბურგერების კატლეტების დასამზადებლად ისინი იყნებენ კვებისათვის გამოუსადეგარი ხორცპროდუქტების ნარჩენებს, რომლებსაც წინასწარ ამუშავებენ ამონიუმის ჰიდროქსიდის ხსნარში, რათა ხორცს "ჯანსაღი" ვარდისფერი შეფერილობა მიეცეს. "ზოგადად, ისინი იყენებენ პროდუქტს, რომელიც მხოლოდ ძაღლებს შეიძლება ვაჭამოთ და ქიმიურად დამუშავებულ ასეთ პროდუქტებს ადამიანებს სთავაზობენ. მითხარით, რომელი ნორმალურად მოაზროვნე ადამიანი მოისურვებს თავის შვილს ამონიუმით დამუშავებული ხორცი აჭამოს", -განაცხადა ოლივერმა თავის გადაცემაში. McDonald´s-ის ხორცის ნახევარფაბრიკატებს ოლივერმა "ვარდისფერი ფიტული" უწოდა დამახასიათებელი სპეციფიკური ფერის და კვებითი ღირებულების უქონლობის გამო. უნდა აღინიშნოს, რომ აშშ-ში ამონიუმის ჰიდროქსიდი, ცნობილი როგორც კვებითი დანამატი E527, წარმოადგენს საწარმოო პროცედურის ნაწილს და ნებადართულია სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ. "ახლა კომპანიამ განაცხადა, რომ აპირებენ რეცეპტურის შეცვლას, მაგრამ რაა ამის მიზეზი, არ ამხელენ, "-განაცხადა ოლივერმა. თავის ერთ-ერთ გადაცემაში ჯეიმი ოლივერმა ისიც აჩვენა ბავშვებს, თუ როგორ ამზადებენ ცხიმის ნარჩენების, კანისა და შინაგანი ორგანოებისაგან ქათმის ნაგეტსებს. ბოლოს მინდა შემოგთავაზოთ ვიდეოები, სადაც ჯეიმი ოლივერი ყვება, თუ რისგან მზადდდება McDonald´s-ის პროდუქტები. 177 11-ს მოსწონს |
ჩემი ბავშვი არ ჭამს მაგას და საჭმელს ხომ არ გადავაგდებ და მე ვჭამ ძირითადად :D