x
image
მანჩო 777
შვიდი ყველაზე საშიში საავტომობილო გზა მსოფლიოში
შეიკარით უსაფრთხოების ღვედები და მოემზადეთ-თქვენ გელით თავბრუდამხვევი სიმაღლე, უწვრილესი გადასასვლელები და სახიფათო მოსახვევები.

საბედნიეროდ, ამ გზებიდან არცერთი არ მდებარეობს საქართველოში.


1.სტელვიო-პასო, იტალია



image


ეს ტრასა-ალპების სიმაღლით მეორე გადასასვლელია ევროპაში. სტელვიო -პასო გამოირჩევა 60 მკვეთრი მოსახვევით, რომლებიც თმის სარჭს გვაგონებებენ. შეიძლება მშვიდ და წყნარ ამინდში ისინი არც ისე სახიფათოდ მოგვეჩვენოს, მაგრამ ხშირი დიდთოვლობა და ზვავები ამ გზას განსაკუთრებით სახიფათოს ხდის.




2."დრაკონი კუდი", აშშ


image


ეს 18-კილომეტრიანი ტრასა მთლიანად მკვეთრი მოსახვევებისაგან შედგება. აქ სულ მათი რაოდენობა 18-ია. შერქმეული სახელები: "გრავიტაციული ორმო", "ახალბედა მძღოლის დასასრული", "სათადარიგო სკამი"-ნათლად გამოხატავს მოტოციკლისტებისა და ავტომოყვარულების ემოციებს ამ გზის გავლის შემდეგ. ექსტრემის ბევრი მოყვარული აქ სპეციალურად მოდის ადრენალინის მისაღებად.



3.სედლ-როადი, ჰავაი, აშშ


image


ხშირი სქელი ნისლი, უსწორმასწორო გზა, მკვეთრი მოსახვევები და წვრილი ხიდები ამ გზას ისეთ ცუდ რეპუტაციას უქმნის, რომ ბევრი კომპანია, რომლებიც დაკავებული არიან ავტომობილების გაქირავებით, მკაცრად უკრძალავს თავის კლიენტებს ამ ტრასის გავლას.



4.ტროლსტიგენი, ნორვეგია


image


ამ ტრასას "ტროლების კიბე" ჰქვია და თუ აქ მგზავრობისას თქვენ მონსტრები ნაკლებად შეგაშინებენ, სამაგიეროდ საშიში სერპანტინები გააკეთებენ იგივე საქმეს. მკვეთრი მოსახვევები, 9%-იანი აღმართები და ჩანჩქერის ქვეშ გამავალი წვრილი ცალმხრივი მოძრაობის ხიდი ამ გზას ტურისტი-ავტომოყვარულებისათვის ნამდვილ ატრაქციონად აქცევს.




5.SR1, კალიფორნია


image


ყველა როდი გაბედავს მძვინვარე ოკეანის და კლდეების თავზე, 90 მეტრი სიმაღლეზე გადაჭიმული წვრილი გადასასვლელებისაგან შემდგარი ამ გზის გავლას. გზაზე მდებარე სახიფათო ხიდებიდან ერთ-ერთი სახელგანთქმული ბიგსბი-კრიკია.



6.იუნგასის გზა, ბოლივია


image


ამ გზას არაოფიციალურად "სიკვდილის გზასაც"უწოდებენ, რაც თავისთავად ლაპარაკობს მის საშიშროებაზე. გზის ყველაზე წვრილ მონაკვეთებზე შეიძლება გაიაროს მხოლოდ ერთმა ავტომობილმა, თან უფსკრულიდან მხოლოდ ორიოდე სანტიმეტრის დაშორებით. ტრასაზე ყოველწლიურად დაახლოებით 300 ადამიანი იღუპება.



7.გუოლიანის გვირაბი, ჩინეთი


image


ტრასას პოეტური სახელწოდებაც აქვს: " გზა, რომელიც შეცდომებს არ გპატიობს". ის გასული საუკუნის 70-იან წლებში ხელით გაიყვანა სოფელ გუოლიანის 13-მა მცხოვრებმა. კლდეში გაჭრილი ორმხრივი მოძრაობის ტრასა გადაკიდებულია უფსკრულში და ქმნის სერპანტინების სახიფათო ჯაჭვს.




ბოლოს მინდა შემოგთავაზოთ საინტერესო ვიდეო, სადაც აღწერილია იტალიაში, სტელვიო-პასოს ტრასის მოსახვევში ტრაილერისა და ავტობუსის შეხვედრის საინტერესო მომენტი და მძღოლების გასაოცარი პროფესიონალიზმი.



10
559
11-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
559
  
2014, 30 მაისი, 11:00
ადრენალინი არ მიყვარს, სიმშვიდე და კომფორტი მირჩევნია. ტან სიმაღლის შიში მაქვს:(
2014, 30 მაისი, 10:58
მგონი კი, კლდე არ არის, მთაა და დაგაგორებს, კლდიდან რო გადავარდე სხვა საკითხია, თუმცა სერიოზულ ტრამვებს ვერ აცდები ))) მოკლედ გააჩნია რამდენად გიყვარს ადრენალინი და რაზე ხარ წამსვლელი
2014, 30 მაისი, 10:57
აირბაგი უშველის მაგ სიმაღლიდან გადავარდნას?:)
2014, 30 მაისი, 10:56
8 აირბაგი აქვს ჩემს მანქანას, არაფერი მოგივიდოდა ))))) თან ხელშლუნგიც არ ვარ ))))
2014, 30 მაისი, 10:54
სიცოცხლის დაკარგვას მაგის დაკარგვა ჯობია;DDDD
2014, 30 მაისი, 10:54
ბევრს დაკარგავდი )))
2014, 30 მაისი, 10:51
ნამდვილად არ დაგიჯდებოდი მანქანაში მაგ გზებზე, თუნდაც ტურფა იყოს:DDDD
2014, 30 მაისი, 10:50
გოულიანის გვირაბიც ძალიან მაგარია
2014, 30 მაისი, 10:49
აუ პირველში რას ვასრიალებდი ჩემს ტურფას...თან კაი ნაწვიმარზე. ადრენალინის ზღვა იქნება აქ.
2014, 30 მაისი, 10:30
კიდე კაი ჩვენთან არააა :D
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10