x
image
მანჩო 777
თავი ნიანგის ყბებში-სახიფათო შოუ ტაილანდის ზოოპარკში (+ საინტერესო ვიდეო)
ტაილანდის ზოოპარკში ორი გაბედული ადამიანი ყოველდღე საკუთარ სიცოცხლეს რისკის ქვეშ აყენებს. ისინი შოუს დროს დებენ საკუთარ თავს ნიანგის პირში. ამით ართობენ მაყურებელს და ყველაფერ ამას აკეთებენ სულ რაღაც შვიდ დოლარად.


image


ამ უცნაურ შოუს პატაიას ზოოპარკის დამთვალიერებლებისათვის ასრულებს ორი მომთვინიერებელი. ნომერი, რომელსაც ქალი და მამაკაცი ასრულებენ ნიანგებთან ერთად, მაყურებელს აიძულებს შიშისაგან იყვიროს და თვალები დახუჭოს ყველაზე საშინელ მომენტში.


imageimage



ერთ-ერთი ტრიუკი ასეთნაირად სრულდება: მამაკაცი წვება ნიანგის წინ მუცელზე და თვალის დაუხამხამებლად კოცნის მას ცხვირის წვერზე. არანაკლებ საშიშია ტრიუკი, რომლის დროს ქალი ბამბუკის ჯოხის დახმარებით ტრანსში აგდებს ნიანგს, შემდეგ კი ფრთხილად ყოფს თავს მის ბასრკბილებიან პირში.


imageimageimage



გთავაზობთ ამ უჩვეულო შოუს ვიდეოჩანაწერს, რათა თქვენი თვალით დარწმუნდეთ ამ უჩვეულო ჟრუანტელისმომგვრელი შოუს რეალობაში.


3
52
5-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
52
  
2014, 29 მაისი, 17:30
ჩემტვის პირადად უსიამოვნო სანახაობაა :((
2014, 29 მაისი, 15:58
ნეტავი ამათ ხასიათს .... არსებობისათვის რას არ ჩაიდენს კაცი:(
2014, 29 მაისი, 12:06
ერთი ჩემი ნაცნობი იყო მანდ წასული და მთლიანი შოუ მაქვს ნანახი :)) ნამდვილად სახიფათოაა ...
0 1 3