მარკუს მეტრეველი: "სირცხვილია !!! არცერთ საქველმოქმედო კონცერტზე აღარასდროს აღარ დამიკავშირდეთ !!! "
მომღერალი მარკუს მეტრეველი, საკუთარი თამამი და ექსტრავაგანტული სტილით, ქართული შოუ-ბიზნესის ერთ-ერთი გამორჩეული სახეა. იგი, თავისი ეპატაჟით ხშირად ანებივრებს საზოგადოებას. მარკუსმა სკანდალური იმიჯი, საკუთარი პირადი ცხოვრების სახალხოდ განხილვითაც შეიქმნა, რის გამოც ქართულ ტელე-სივრცეში, ყველაზე პოპულარული შოუების სასურველი სტუმარიცაა. ამჯერად, უცნობია, კონკრეტულად თუ რა გახდა მიზეზი იმ აღშფოთების გამომხატველი პოსტისა, რომელიც მომღერალმა "ფეისბუქი"-ს საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა:
"სირცხვილია !!! არცერთ საქველმოქმედო კონცერტზე აღარასდროს აღარ დამიკავშირდეთ !!! ქველმოქმედებაზე ამოფარებულო თაღლითებო !!! შემოსული სოლიდური თანხებიდან, კაპიკებს ურიცხავთ გაჭირვებულ ბავშვებს, იმ ადამიანებს რომლისთვისაც თითოეული კაპიკი მნიშვნელოვანია და თქვენ თქვენი მდიდრული ფანტაზიების განხორციელებაში ხარჯავთ მითვისებულ თანხებს... ევროპიდან, ამირიკიდან გამოგზავნილი ნობათები რომელიც განკუთვნილია ბავშვებისთვის დასახმარებლად, ტანსაცმლით, სათამაშოებით, საყოფაცხოვრებო პროდუკტებით, ნივთებით, სახლებში ეზიდებით .... სირცხვილია და ამორალური !!! მოვა დრო და საქველმოქმედოები ისევ თქვენ გახდებით.....გამგები გაიგებს "!!! - წერს სოციალურ ქსელში მარკუსი.