საზოგადოება მოქცევის წესები და ეტიკეტი 2014, 26 მაისი, 22:19 როგორ მოვიქცეთ ლიფტში?
თუ ლიფტის შესასვლელში ქალი და მამაკაცი დგანან, ქალი შედის პირველი კაბინაში, თუ რამდენიმე ადამიანი დგას, შედიან კართან ახლოს მდგომები. ერთი მამაკაცი ყოველთვის რჩება ღილაკებიან პანელთან, თუ ის ქალს ახლავს, ეს აუცილებელიცაა. თუ პანელამდე ხელს ვერ აწვდენთ, ზრდილობიანად ითხოვეთ დახმარება: უკაცრავად, მე ესა და ეს სართული, თუ არ შეწუხდებით. ლიფტი უხეშობად და უზრდელობად ითვლება მგზავრების თვალიერება-დაკვირვება და დაჟინებული მზერა. ლიფტებში თავსაბურავებს არ იხდიან, თუკი, ვთქვათ, მამაკაცი ვინმეს არ ესალმება. ზრდილობიანი ადამიანი ხელს არ შეუშლის ლიფტში შემომსვლელებსა და გამსვლელებს, განზე გადგება და შესაძლებლობას მისცემს, იმოძრაონ. კიბეზე მოქცევის წესები თუ მამაკაცი და ქალი ერთად ადიან კიბეზე, წინ ქალი მიდის და უკან კაცი მიყვება. თუ მამაკაცი და ქალი კიბეზე ჩადიან, პირველი მიდის კაცი, ოდნავ უკან – ქალი. მამაკაცი მიდის პირველი იმ შემთხვევაში, როცა კიბე ვიწრო, ბნელი ან მიხვეულ-მოხვეულია. კიბეზე მიმავალი ქალი მოაჯირის მხარეს უნდა მიდიოდეს. თუ მამაკაცს შეხვდება, ვალდებული არაა, მოაჯირს მოშორდეს იმ შემთხვევაში. საერთოდ, მოაჯირთან ადგილი მამაკაცმა ქალს, მოხუცს და ბავშვს უნდა დაუთმოს ხოლმე. თუ ბარგით მიიწევთ კიბეზე და სხვებს გზას უღობავთ, ჯობს, დაფიქრდეთ მათზე, ვისაც ხელს უშლით, ცოტა ხანს დაიცადეთ, გაატარეთ სხვები და შემდეგ თავისუფალ გზას გაუდექით. თუ კიბეზე გზა დაგითმეს, მადლიერების გამოხატვას ნუ დაიზარებთ. როგორ უნდა მოვიქცეთ კართან? ადამიანის წინ გაშვება - თავაზიანობის ტრადიციული ჟესტია. მამაკაცი ყოველტვის უშვებს ქალს წინ, ასაკით უმცროსი კი - უფროსს, ხელქვეითი - ხელმძღვანელს. თუ კარი მასიურია, ზამბარებზე, მამაკაცი პირველი გადის, კარს დაიჭერს და გაატარებს ქალს. უწესობის მწვერვალია – ვინმეს ცხვირწინ მიუხუროთ კარი. ფრაზა ”არა, მხოლოდ თქვენ შემდეგ!” სრულიად უაზროა ერთნაირი ასაკისა და სოციალური მდგომარეობის ადამიანებს შორის. როგორ გავნაწილდეთ ვიწრო სივრცეში? ვიწრო დერეფანში ხელმძღვანელთან ან ქალბატონთან შეხვედრისას ზრდილი მამაკაცი მოვალეა შეჩერდეს ან განზე გადგეს, მიმავალნი გაატაროს მსუბუქი თავის დახრით ან სალმით. თუ მამაკაცი თანამშრომელს ხვდება, რომელიც ასაკითა და სოციალური მდგომარეობით დაახლოებით მისი ტოლია, ორივე ცდილობს ვიწრო სივრცეში ისე განერიდოს, რომ ერთმანეთს არ გაედონ და შეეჯახონ. თუ ჩქარობთ, თავაზიანად მიმართეთ თქვენ წინ აუჩქარებლად მიმავალ ადამიანს სიტყვებით: ”უკაცრავად, გამატარეთ, თუ შეიძლება”. ვიწრო სივრცეში, სადაც ხალხის ნაკადი მოძრაობს, არ შეიძლება გაჩერება, ერთი-ორი მოსაკიტხი და საჭორაო რეპლიკისთვისაც. ამისთვის კიბის უჯრედი ან მოსაწევი ადგილი გამოიყენეთ, სადაც არავის შეაწუხებთ. 699 1-ს მოსწონს 2-ს არა
|