x
image
მანჩო 777
ჩიჩენ-იცა - მაიას ცივილიზაციის პირამიდების ქალაქი
მექსიკაში, ქალაქ მერიდის სამხრეთ-აღმოსავლეთით დაახლოებით 120 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს მაიას ცივილიზაციის ძველი დედაქალაქის - ჩიჩენ-იცას ნანგრევები.
ეს იუკატანის სახელმწიფოს და მაიას პერიოდის ცივილიზაციის ყველაზე მნიშვნელოვანი არქეოლოგიური ძეგლია.


image

საყოველთაოდ გავრცელებული აზრის საწინააღმდეგოდ, მაია -ეს არ იყო იმპერია, ეს იყო ავტონომიური ქალაქების ჯგუფი, ერთმანეთთან დაკავშირებული კულტურითა და განვითარების დონით. ჩიჩენ-იცა, ისევე როგორც მაიას სხვა დიდი ქალაქები, აშენებული იყო ინდიელების მრწამსის შესაბამისად-გაშენებული ქალაქები ასახავდნენ ღამეულ ცაზე მანათობელი ასტრონომიული ობიექტების მდებარეობას.

მაინც ვინ ააშენა ეს ქალაქი და აქ მდებარე მაიას პირამიდები?



image


მაია იყო უძველესი ცივილიზაცია სამხრეთ მექსიკისა და სხვა სამხრეთამერიკული ქვეყნებისა: ესენია- გვატემალა, ჰონდურასი, ბელიზი და სალვადორი. ამჟამად ამ ქვეყნებში მაიას დაახლოებით 6 მილიონამდე შთამომავალი ცხოვრობს, რომლებიც სხვადასხვა ენაზე და დიალექტზე ლაპარაკობენ.


image


მაიას ხალხები ძალიან კარგად ერკვეოდნენ ასტრონომიაში. ჩვენი წელთაღრიცხვით პირველ ათასწლეულში მათ შეისწავლეს და რუკაზე დაიტანეს მზის, მთვარის, ვარსკვლავების და სხვა ციური სხეულების მოძრაობის ტრაექტორიები. ამას ეყრდნობოდა მათი მითოლოგია და რელიგია, რომელიც ხსნიდა წარსულს, აწმყოს და მომავალს.


image


მაიამ შექმნა აგრეთვე შესანიშნავი მათემატიკური სისტემა, დამწერლობის სისტემა და სამი ერთმანეთთან დაკავშირებული უნიკალური კალენდარი. აღსანიშნავია, რომ მაიას ხალხებს შეეძლოთ შესანიშნავად გადააგილება დიდ მანძილზე ოკეანეში მათ მიერ ვარსკვლავების მოძრაობის მიხედვით შემუშავებული ნავიგაციის მეთოდების მიხედვით.


image


ჩიჩენ-იცა მაიას დედაქალაქი და მნიშვნელოვანი სოციალური ცენტრი გახდა 800-იან წლებში. თავდაპირველად დასახლდა იუკატანის ნახევარკუნძულის სანაპირო რაიონები, შემდეგ მშენებლობა უფრო შორს წავიდა და ქალაქი მთელი ნახევარკუნძულის სიგანეზე გაიშალა. ჩიჩენ-იცა მაიას ყველაზე ძლიერი ქალაქი გახდა.


image


მეათე საუკუნეში ქალაქი დაიპყრეს ტოლტეკებმა და ჩიჩენ-იცა საკუთარ დედაქალად აქციეს, მაგრამ მაიას ხალხებმა მალევე უკან დაიბრუნა ის. მე -12 საუკუნეში ამოუცნობი მიზეზების გამო იუკატანის ნახევარკუნძული დაცარიელდა, ხოლო მე-16 საუკუნეში, მას შემდეგ, რაც აქაურობა ესპანელმა კონკისტადორებმა დაიპყრეს, ქალაქი უკვე ნანგრევებად იყო ქცეული.


image


ქალაქის ტერიტორიაზე წარმოებული გათხრების შედეგად ნაპოვნი იქნა უამრავი არქეოლოგიური ძეგლი, მათ შორის სახელგანთქმული მაიას პირამიდები. მათგან ყველაზე მნიშვნელოვანია კუკულკანის ტაძარი- 24 მეტრი სიმაღლის ცხრასაფეხურიანი პირამიდა. გასაოცარია ის ფაქტი, რომ შემოდგომის და გაზაფხულის ბუნიობის დროს მზის სხივები ისეთნაირად ანათებენ პირამიდის კიბეებს, რომ წარმოიქმნება შვიდი სამკუთხედი, რომლებიც თავის მხრივ ქმნიან 37-მეტრიან გველს, რომელიც მზის სხივების გადანაცვლებასთან ერთად მიცოცავს პირამიდის წვერისაკენ.


image


შედარებით პატარა, ოთხსაფეხურიან პირამიდაში მოთავსებული იყო ომების ტაძარი, მას უერთდებოდა იაგუარის ტაძარი და მაიას ობსერვატორია კარაკოლი. გასაოცარია, მაგრამ მაიას ხალხები ფეხბურთს თამაშობდნენ. რა თქმა უნდა, არა იმ სახით, როგორც დღეს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს თამაში მათთვის უცხო არ იყო: გათხრების დროს აღმოჩენილი იქნა 7 საკმაოდ დიდი ზომის ფეხბურთის სათამაშო მოედანი, მათგან ყველაზე დიდის სიგანე 135 მეტრი იყო.


image


გათხრების შედეგად ნაპოვნი იქნა აგრეთვე ღმერთების გადარჩენილი ქანდაკებები, უამრავი მეტად საინტერესო სამეურნეო იარაღი და საყოფაცხოვრებო ნივთი. შენარჩუნებულია აგრეთვე 50 მეტრი სიღრმის წმინდა ჭა, სადაც მსხვერპლშეწირვა ხდებოდა.


image


image


უკანასკნელ წლებში მექსიკის მთავრობამ შეისყიდა მიწის 83 ჰექტარი, რომელზეც ჩიჩენ-იცას ნანგრევები მდებარეობს, რათა მოუაროს და დაიცვას უძველესი ცივილიზაციის ეს ძეგლი. ეს ტერიტორია მექსიკის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კულტურულ მემკვიდრეობას წარმოადგენს. 2007 წელს ქალაქი ჩიჩენ-იცა შეყვანილ იქნა მსოფლიოს ახალი შვიდი საოცრების სიაში.


imageimage

3
1574
11-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
1574
  
2014, 26 მაისი, 21:16
საცოდავები:( ეგ არ ვიცოდი
2014, 26 მაისი, 20:05
მაგარია
ფეხბურთს თურმე ისეთი დამრგვალებული მასით თამაშობდნენ რაც დღეისათვის კაუჩუკს შეგვიძლია შევადაროთ,აი წესი ყოფილა მაგარი იმ გუნდის წევრები რომელიც წააგებდა ღმერთისთვის უნდა შეეწირათ:((((((((((((
2014, 26 მაისი, 19:50
მაგარია :|
0 1 3