x
image
beko777
ნანუკა ჟორჟოლიანი: "ან ისე მოძებნეთ ეს ირაკლის ინტერვიუ მე ვერ გავიგო ან მთხოვეთ და როგორც ადეიშვილის ყოფილ უწყებას, დაგეხმარებით ბოლოს და ბოლოს"

image
მას შემდეგ, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ყოფილი დირექტორი, ერეკლე კოდუა, ინტერპოლის მიერ ბრალდებულის სტატუსითაა ძებნილი, მისი მეუღლეს - ჟურნალისტ ნანუკა ჟორჟოლიანს, მრავალჯერ მოუწია პოლიტიკურ მოვლენებში ჩართვა. აღნიშნული მოვლენებიდან გამომდინარე, ჟურნალისტი და მის ოჯახი, განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში მოექცა, როგორც მაღალჩინოსნების და სხვადასხვა პოლიტიკური სახეების, ასევე საზოგადოების მხრიდან. მრავალი ინფორმაცია და ჭორ-მართალი ვრცელდება ირაკლი კოდუაზე, რომელსაც არც ნანუკა ტოვებს უკომენტაროდ და საკუთარ პოზიციას, ძირითადად, სოციალური ქსელის საშუალებით აფიქსირებს. ასე, რომ ტელე-წამყვანის ფეისბუქის გვერდზე, თითქმის ყოველდღე იხილავთ სხვადასხვა გამოხმაურებებს ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ. ამჯერად, ჟურნალისტი "ფეისბუქი"-ს საკუთარ გვერდზე, შემდეგ პოსტს აქვეყნებს:

"აგერ უკვე ერთი თვეა პროკურატურა ეძებს ირაკლის ხმას:) ხმას პირდაპირი გაგებით, სადაც დარეკეს ირაკლი კოდუას მასალა ხომ არ გაქვთო, ყველა გზა ჩემამდე მოვიდა. ან ისე მოძებნეთ ეს ირაკლის ინტერვიუ მე ვერ გავიგო ან მთხოვეთ და როგორც ადეიშვილის ყოფილ უწყებას, დაგეხმარებით ბოლოს და ბოლოს, ყველა მასთან დაფრთიანდით - პირველი პირით დაწყებული, კარის კაცით დამთავრებული. ნუ ბუნებრივია მინუს ბოტასი ბიჭი" - წერს ნანუკა
სოციალურ ქსელში.

0
226
2-ს მოსწონს
ავტორი:beko777
beko777
226
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0