საზოგადოება სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილის ლამაზ ქალბატონთან გადაღებული ფოტო გავრცელდა. ვინ არის ეს ქალბატონი? (+ფოტოები) 2014, 26 მაისი, 12:45 ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სიყვარული და დაინტერესება ლამაზი ქალების მიმართ ყველასთვის ცნობილია. ახლაც სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტო, რომელზეც მიხეილ სააკაშვილი ულამაზეს ქალბატონთან ბაია დავითაიასთან ერთად არის დაფიქსირებული და ეს რა თქმა უნდა ახალი მითქმა-მოთქმის საბაბად იქცა. ფოტო ღამის კლუბში არის გადაღებული, მანჰეტენზე. როგორც თვითონ ბაია დავითაიამ აღნიშნა, ისინი ერთ-ერთი ქართველი ბიზნესმენის ქალიშვილის დაბადების დღეზე იმყოფებოდნენ. რაც შეეხება ფოტოს, ეს უბრალოდ ფოტო იყო და სხვა არაფერი, სააკაშვილთან მას სხვა დროსაც აქვს სურათები გადაღებული და არანაირ ჭორის საფუძველს არ იძლევა ყოფილ პრეზიდენტთან ფოტოების გადაღება. ბაია დავითაია, ეს ულამაზესი ქალბატონი მეუღლესთან, თემურ უგულავასთან, უკვე ორი წელია რაც გაცილებულია. ვერც კი იფიქრებთ მის შემხედვარეს, რომ მას ასეთი დიდი შვილი ჰყავს. უფროსი ვაჟი, ირაკლი 22 წლის არის. უმცროსი ბიჭი, ლუკა კი აუტიზმით არის დაავადებული და ამის გამო, ბაია დავითაია 6 წელია უკვე რაც ნიუ-იორკში ცხოვრობს, სადაც მისი ვაჟი მკურნალობის კურსს გადის. ბაია დავითაია ერთ-ერთი მეპატრონეა "Holliday inn da rooms hotel"-ის. რაც შეეხება სააკაშვილთან გადაღებულ ფოტოს, იგი ამ სურათში ვერ ხედავს ვერაფერს ისეთს, რომ ასეთი დიდი საზოგადოებრივი დაინტერესება გამოეწვია. ამ ფოტოზე კი ბაია დავითაია უფროს ვაჟთან ერთად არის გადაღებული: ბაია დავითაია უცროს ვაჟთან ლუკასთან ერთად: 2403 3-ს მოსწონს 1-ს არა
|