სხვა ამერიკელმა მეთევზემ ანკესით 365 - კილოგრამიანი ზვიგენი დაიჭირა 2014, 26 მაისი, 8:29 ამერიკელმა მეთევზემ ფლორიდიდან ანკესით უზარმაზარი ზვიგენი დაიჭირა, რომელიც 365 კილოგრამს იწონიდა და სიგრძით 3.35 მეტრი იყო.
ეს ზვიგენი არის ყველაზე დიდი თევზი, რომელიც კი ოდესმე ნაპირიდან დაუჭერიათ. იმისათვის, რომ ნადავლი ნაპირზე გამოეთრია, 29 წლის ჯოუი პოლკს 1 საათზე მეტი დასჭირდა. აი რას ამბობს თავად მეთევზე: "ანკესს მოყოლილიც კი ეს თევზი საშინელი სიჩქარით მოძრაობდა-დაახლოებთ 95 კმ/სთ. მე ბავშვობიდან ვთევზაობ და მაშინვე მივხვდი, რომ თევზი დიდი იყო, მაგრამ ვერაფრით წარმოვიდგენდი, თუ ის ასეთი უზარმაზარი იქნებოდა." მანამ, სანამ დანებდებოდა, ზვიგენმა მოახერხა კოჭიდან 840 მეტრზე მეტი ძუა გამოექაჩა. პოლმა აღნიშნა, რომ საერთოდ ის დაჭერილ ზვიგენს ყოველთვის წყალში აბრუნებს ხოლმე, მაგრამ ეს თევზი ბრძოლის შედეგად ძალიან იყო დაზიანებული და ცურვას უკვე ვეღარ შეძლებდა. ამიტომ ჯოუიმ ის სახლში წაიღო და თევზის ხორცით თავის 200 -მდე მეზობელს გაუმასპინძლდა. აღსანიშნავია, რომ დიდი ზვიგენის დაჭერის წინა რეკორდი ეკუთვნის ჯოუის ბიძაშვილს, რომელმაც 2003 წეელს 306-კილოგრამიანი ზვიგენი დაიჭირა. თავად პოლკმა 2003 წელს დაიჭირა მსოფლიოში ყველაზე დიდი ვეფხისებრი ზვიგენი, რომელიც 430 კილოგრამ იწონიდა, მაგრამ ეს მოახერხა ნავით და არა ნაპირიდან. 77 10-ს მოსწონს
|