x
მედუზების ტბა - Ongem’l Tketau
პალაუს არქიპელაგის ერთ-ერთ კუნძულზე (Eil Malk) არის 12 ათასი წლის ტბა, რომელშიც ცხოვრობენ 13 მილიონამდე ოქროს მედუზები. დაივერებს შეუძლიათ მათთან ერთად წყნარად და მშვიდად იცურონ წყალში და მედუზები მათ არ დასუსხავენ. ეს ტბა ცნობილია, როგორც მედუზების ტბა, თუმცა ადგილობრივი მცხოვრებლები მას უწოდებენ Ongem’l Tketau.

ეს ტბა უნიკალურია: ერთი შეხედვით ის თითქოსდა "მოჭრილია" ოკეანიდან წვრილი მიწის ხაზით, თუმცა ფაქტიურად ის ოკეანესთანაა შერწყმული. მიწისქვეშა ბზარებითა და გვირაბებით, სწორედ ამის გამო ტბაში წყლის დონე ცვალებადია, მას აქვს მიქცევაც და მოქცევაც. აღსანიშნავია ისიც, რომ მტაცებელი თევზები ა ადგილებში არ არიან, აქ მხოლოდ მედუზები და რამოდენიმე ჯიშის თევზები ბინადრობენ.

ტბაში მცხოვრებ მედუზებს მტრები არ ყავთ, ასე რომ მათ არც თავდაცვითი ფუნქცია არ აქვთ და სწორედ ამიტომაც არ ისუსხებიან. ამ მედუზებს უყვართ და სჭირდებათ კიდეც მზის სხივები, ამიტომ ღრმად წყალში არასდროს არ ჩადიან.

ბოლოსთვის კი, ამ ულამაზესი ტბის სურათები.



imageimageimageimageimageimage





0
44
1-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:merion black
merion black
44
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0