x
დედამ შვილი პიდბულს კბილებიდან გამოგლიჯა
ეს ისტორია კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმისა, რომ დედობრივი ინსტიქტი ნებისმიერ შიშზე ძლიერია და დედა მზადაა წავიდეს ყველაფერზე შვილის გადასარჩენად. ეს არის ამბავი იმის შესახებ, თუ როგორ დაიცვა დედამ შვილი პიდბულისგან.

ჩელსი კემპმა ძაღლს ყური მოაჭამა იმ მომენტში, როდესაც ის პატარა გოგონას დაესხა თავს. ძაღლმა ბავშვს სახეზე დაუწყო კბენა, დედამ მალევე გამოიძახა 911, თვითონ კი ლოდინი არ დაიწყო და თავადვე გადაწყვიტა ეშველა შვილისთვის. მან ჯერ მუშტი დაარტყა ძაღლს, თუმცა უშედეგოდ, ამის შემდეგ დედამ ძაღლს ყურში უკბინა და მოაგლიჯა კიდეც. ამან ძაღლი გააქცია შემთხვევის ადგილიდან, დედამ კი, რომელიც შეშინებული იყო მორიგი თავდასხმის მოლოდინით, უმალვე გულში ჩაიხუტა ბავშვი და მკლავებში ჩამალა.

პოლიცია მალე მოვიდა შემთხვევის ადგილზე და ძაღლი დააძინეს. თუმცა პატარა მაკენზის მდგომარეობა საკმაოდ მძიმე იყო, მისი ოპერაცია 7 საათი გრძელდებოდა. დედის გმირობამ და წარმატებულმა ოპერაციამ მაკენზის მეორე სიცოცხლე აჩუქა.

- "მაკენზის არაფერი არ ახსოვს, -ამბობს დედა, - თუკი მას ეს შრამები დარჩება, არაუშავს, ჩემი შვილი ჩემთვის ულამაზესი იქნება ყოველთვის და რაც ყველაზე მთავარია ცოცხალი."



imageimageimageimage



2
64
შეფასება არ არის
ავტორი:merion black
merion black
64
  
2018, 21 ივნისი, 2:33
ადამიანების ბრალია რომ პიტბული ასეთი აგრესიულია. ჩვენ თვითონ დავამახინჯეთ და მახინჯი ფსიქიკის აგრესიული ძარლის ჯიში გამოვიყვანეთ.
2014, 25 მაისი, 15:55
:)) რა საყვარლები არიაან კარგი სტატია იყო :)
0 1 2