x
image
beko777
Made in GEORGIA - ჩინეთისთვის
დამზადებულია საქართველოში - ჩინეთისთვის


ბოლო დროს განსაკუთრებულად აქტუალური გახდა ქართველი ლამაზმანების მასობრივი გადინება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში სამუშაოდ, მითუმეტეს იმ ფონზე, როცა ჩინეთის მოქალაქეთა გამრავლება-ადაპტირება-მიღება ჩვენს ქვეყანაში უკვე ლამის ჩველებრივ მოვლენად იქცა, ქართული ჯიშის და სილამაზის იქით (!) მიგრაცია უკვე თვალში საცემია.


ქართველ ლამაზმანთა უმეტესობა იქ მოდელების სტატუსით მიდის და მუშაობს, ზოგი სამოდელო სააგენტოში, ზოგი ფოტო-სააგენტოში, ღამის კლუბებში და ა.შ. ფაქტია, რომ აქ უსამსახურობას, ან თუნდაც დაბალანაზღაურებად სამსახურს (კონსულტანტობა, პრომო-გოგონობა და ა.შ) ჩინეთში თვეში 500-1000 დოლარიანი სამსახური ურჩევნიათ (როგორ გინდა გაამტყუნო?). ბევრი მათგანს საკუთარი მცირეწლოვანი შვილის მიტოვებაც კი მოუწიათ და ჩინეთში მუშაობა ახალგაზრდა ოჯახების სარჩენად.


image



ქართველი გოგონების მასობრივმა გადინებამ ჩინეთში რათქმაუნდა უამრავი ეჭვები აღძრა მათი სამსახურებრივი მოვალეობების შესახებ, უამრავი ჭორ-მართალი აიზილა ერთმანეთში, მითუმეტეს მაშინ, როცა სოციალური ქსელები გადაჭედილია ჩინურ კლუბებში მათი გართობის ამსახველი ფოტოებით და ქართული ყვითელი პრესაც დაინტერესდა გოგონების საქმიანობით, გამოქვეყნდა ინტერვიუები სადაც რათქმაუნდა აქ გაჩენილ უამრ ჭორს იქ მომუშავე ქართველები მყარად აქარვებენ, ზოგი დამაჯერებლად, ზოგიც მეტნაკლებად,


ჩვენმა ჟურნალისტმა ჩინეთშივე ჩაწერა „მის-ვარსკვლავები 15“-ს საუკეთესო ათეულის ნომინაციაში „ყველაზე სექსუალური“ გამარჯვებული ნანა ტორონჯაძე, რომელიც საკმაოდ კარგი მოსაუბრეა და ამ საკითხზეც ამომწურავად გვიზიარებს თავის აზრებს


ნანა ტორონჯაძე: - მე აქ უფრო კარგად ვგრძნობ თავს


image- ნანა, საქართველოდან ჩინეთში დიდი ხანია ქართველი მოდელების ნაკადი გაედინება, შენ როდის წახვედით ჩინეთში? სად ხარ ამჟამად, რომელ ქალაქში და რით ხარ დაკავებული?
- თითქმის 1 წელია ჩინეთში ვარ, ამჟამად ქ, გუანგზჰოუში ვარ, აქ ვმუშაობ მოდელად, ასევე ვარ მოდელების მენეჯერი, ვმუშაობ ფოტოსესიებზე და ჩვენებებზეც გამოვდივარ, ასევე ვსწავლობ ჩინურ ენას და კულურას გუანგზოუს ერთ-ერთ საუკეთესო უნივერსიტეტში
- რამ გადაგაწყვეტინათ და რა მიზეზი გქონდა, რომ ჩინეთში წასულიყავი საქართველოდან ასე შორს?
- ჩემმა ყოფილმა ფოტოგრაფმა მკითხა, ისეთს ხომ არავის ვიცნობდი ვისაც მოდელად წასვლა ენდომებოდა, მე საკუთარ თავზე ვიფიქრე - ვცდი-თქო და წამოვედი, ღმერთის წაყლობით ყველაფერი კარგადა, მე აქ უფრო კარგად ვგრძნობ თავს სიმართლე გითხრათ.
- დღის რეჟიმი როგორი გაქვს?
- არის ხოლმე პერიოდი, 20 წუთით ადრე მიერეკავენ და გადაღებას მთავაზობენ (სხვა საქმეა ვთანხმდები თუ არა), ამიტომ ჩემი დღის რეჟიმი მე თვითონაც არვიცი ხოლმე წინასწარ (ეღიმება), თუმცა, იმის თქმა თამამად შემიძლია, რომ ხანდახან ისეთი გადატვირთული ვარ ძილის დროც არ მრჩება ხოლმე.
image- საინტერესოა როგორები არიან ქართველი გოგონას თვალით დანახული ჩინელი მამაკაცები?
- ჩინელი მამაკაცები? (ეცინება) ზოგადად ჩინელები კეთილი ხალხია, ვიცი, რომ არიან ერთგულები, რამე, რომ გაგიჭირდეს გვერდში უყოყმანოდ დაგიდგებიან (ქართველ კაცებს გვანან ხო? - რედ.)
- ნანა, საქართველოში ნეგატიური ფონია შექმნილი ჩინეთში წასული ახალგაზრდა ქართველი გოგონების მიმართ - რა ხდება რეალურად და სინამდვილეში ამ მხრივ მანდ?
- საქართველოში ბევრი რამე ითვლება გარყვნილებად და ძალიან არ მომწონს ეს ამბავი, აქ არავინ მოდის იმისთვის, რომ სუსტი ყოფაქცევის ქალად იმუშაოს (ორიგინალური სტატუსია - რედ), ნამდვილად ვერ ვხვდები რატომ უჩნდებათ ხოლმე მსგავსი მოსაზრებები საქართველოში უცხოეთში წასული ქართველი გოგონების მიმართ
- ჩინური მოდა - როგორაა განვითარებული?
image- თავად ჩინური მოდა - რაღაც უფრო არარეალური ამბავია, ყავთ თავიანთი კუტიურეები, მაგრამ არამგონია რომელიმე მსოფლიო დიზაინერმა გაუსვას ხაზი ჩინურ ელემენტებს თავის მოდურ ხაზში, თუმცა უამრავი ჩვენება ეწყობა ხოლმე, ხშირად ძველი დროის ჩინელ ქალებს ანსახიერებენ ხოლმე ჩინელი გოგონები, პარალელურად და ხშირ შემთხვევაშიც უცხოელი დიზაინერების ჩვენებები ეწყობა და ისიც არაჩინელი გოგონების მონაწილეობით.
- რამდენს იხდიან ხელფას? მართლა 700 დოლარს აძლევენ გოგონებს თვეში და ცალკე ბარებში, კლუბებში და ფოტოსესიაბში გამოსვლებში ბონუსებს?
- გააჩნია ვინ სად მუშაობს, მე მაგალითად ცალკე სააგენტო ვმუშაობ და ცალკე ბრენდების გადაღებაზე ვიღებ ჰონორარს, ფასები კი სტანდარტული არაა დაყოველთვის სხვადასხვაა.
image- ვინ არიან ის შუამავლები ვინც ქართველ მოდელებს აგროვებენ და ჩინეთში მათ დასაქმებას უზრუნველყოფენ? შენ ვისი საშუალებით და დახმარებით მოხვდი მანდ?
- ახლა უკვე მე თავად ჩამომყავს ქართველი გოგონები აქ, საქართველოში მყავს აგენტი დათო ლაჩყეფიანი, რომელიც აგროვებს გოგონებს, უტარებს ტრენინგს, მერე მე მიგზავნის ყველანაირ მასალას მათ შესახებ, რის შემდეგაც უკვე ჩინელი მენეჯერები არჩევენ, პირადად მე კი - დეა ადამიასთან ერთად წამოვედი, დეა ჩვენი ხელმძღვანელ იყო გარკვეული დროის მანძილზე.
- ნანა, რავადიანი კონტრაქტი გაქვს? რა შემთხვევაში არ შეგიძლია წამოსვლა მადედან?
- მე უვადო ხელშეკრულება მაქვს სააგენტოსთან, თუ რამე არ მომეწონება შემიძლია მაშინვე წამოვიდე.
- საქართველოსთან მიმართებაში ნოსტალგიები არ გაწუხებს?
- ყველაზე მეტად ჩემი ოჯახი მენატრება და ჩემი ახლობელი ადამიანები
- გინანია მანდ ყოფნის რომელიმე დღეს, რომ - წახვედი?
- ღმერთმა დამიფაროს სანანებლად გამიხდეს საქმე ოდესმე, პირიქით - ძალიან შემიყვარდა ჩინეთი, აქ თავისუფლად ვგრძნობ თავს, აქ მეტად გაფასებენ და მეტ ყურადღებას აქცევენ საქმეს
- როგორ შეეგუე ახალ გარემოს? ახალ ხალხს? ახალ სამსახურს?
image- რომ გითხრა რამენაირად გამჭირდა-თქო - მოგატყუებ, თუმცა თავიდან სამსახური არც ისე ძალიან მომწონდა, რადგან კლუბში იყო - შოუ, მერე ჩინურ ენასაც მალე დავეუფლე, წერაც ადვილად ვისწავლე, თავიდან სიმღერასავით ჩამესმოდა მათი საუბარი :)) ახლა უკვე მესმის და პასუხებსაც ვცემ და ველაპარაკები კიდეც.
- ნანა თავისუფალ დროს რას აკეთებთ ხოლმე?
- თუ ეგეთი დრო მაქვს, არსად გასვლის თავი არ მაქვს ხოლმე, ძირითადად ვზივარ და ვწერ და ვკითხულობ, ყველაზე მეტად კითხვის დროს ვარ ხოლმე მშვიდად, თუ კლუბში გართობის ხასიათზე ვარ მეგობრებთან ერთად მივდივარ ხოლმე „გუანგშოუში“ (დაბადების დღეც მაგ კლუბში გადავიხადე)
- რას ურჩევდი იმ გოგონათა დიდ არმიას ვინც ჩინეთში მასობრივად აპირებენ სამუშაოდ წამოსვლას?
- თუ კარგად გაარკვევენ სად მოდიან, არაფერი საშიში არაა! მხოლოდ აუცილებელია ყველა წვრილ დეტალში იყვნენ წინასწარ იყვნენ გათვითცნობიერებულნი.
- და ბოლოს?
- თბილისში, როცა დავბრუნდები თსუ-ში სწავლას გავაგრძელებ, სადაც ახლა აკადემიური მაქვს აღებული, ესაა და ეს.
ჩვენი ჟურნალი შეხვდა და ესაუბრა საქართველოში ერთდროს პოპულარული ტელე-პროექტის “ჯეო-ბარის” გამარჯვებულს, შემდეგ ახალგაზრდულ პოლიტიკაში ძალებმოსინჯულ და ბოლოდროს სილამაზის კონკურსების მრავალგზის გამარჯვებულ დეა ადამიას, რომელიც თავადაც მუშაობდა ჩინურ სამოდელო ბიზნეს-ბაზარზე. მომავალი დიპლომატი პასუხევშიც დიპლომატიური აღმოჩნდა, თუმცა - საინტერესო


image

- დეა, როდის დაიწყო შენი კავშირები ჩინეთთან, მახსოვს სილამაზის კონკურსზე იყავი მგონი?
- დიახ, 2010 წლის ოქტომბერში ვიყავი კონკურსანტი „მის საქართველოს“ სახელით საერთაშორისო სილამაზის კონკურსზე Miss Model Of The World 2010 რომელიც ჰონკონგში ჩატარდა, სადაც ავიღე ტიტული „მის მეგობრობა“, . რის შემდეგაც ამ კონკურსის ორგანიზატორმა შემომთავაზა სამ თვიანი კონტრაქტი სამოდელო სააგენტოში. იგივე პარამეტრებს ითხოვენ რაც მსოფლიო დონეზეა. ჩემი სიმაღლე გახლავთ 177სმ, წონა 50კგ, პარამეტრები 90-60-90. გადამიღეს ქალქ შენჟენში არსებული სასტუმრო Goodview Hotel-ის სარეკლამო ბილბორდისთვის, რაშიც საკმაოდ სოლიდური ჰონორარი გადამიხადეს! ზოგადად კი იქ მუშაობის პერიოდში თვეში ანაზღაურება 2000 დოლარი მქონდა სამი თვის მანძილზე, ამის მერე დვაბრუნდი საქართველოში.
2011 წლის სექტემბერში ვიყავი იტალიაში სადაც ასევე „მის საქართველოს“ სახელით ვიყავი კონკურსანტი საერთაშორისო სილამაზის კონკურსზე მისს Mოტორს Iნტერნატიონალ 2011 იქაც მოვიპოვე ტიტული და ორგანიზატორმა სამოდელო კონტრაქტი შემომთავაზა, სამ თვიანი.
ამჟამად კი საქართველოში ვარ (ეღიმება), ვემზადები მაგისტრატურაზე ჩასაბარებლად საერთაშორისო ურთიერთობების განხრით. დამთავრებული მაქვს ბაკალავრი. პარალელურად ვაპირებ ლონდონში წასვლას ექვსი თვით სასწავლებლად, ესაა და ეს....
image- რამდენად ხშირად გიწევს ბოლო დროს ჩინეთში ჩასვლა?
- მე აღარ მიწევს ჩინეთში მგზავრობა და აღარც ვაპირებ.
- ბოლო წლებში ქართველი გოგონების მასობრივი გადინება აღინიშნება ჩინეთში, ვინ უკეთებს ორგანიზებას მათ წასვლას იქ სამუშოდ?
- სიმართლე გითხრა - არ ვიცი და დიდად არც ვინტერესდები. უფრო მნიშვნელოვანი საქმეები მაქვს ვიდრე სხვისი საქმიანობის გარკვევაა (ეღიმება).
- რომელ ქალაქებში არიან ძირითადად იქ ქართველები?
- არც ეგ არ ვიცი, ვერ გეტყვით, არ დავინტერესებულვარ. მე პირადად გახლდით ჰონკონგში, ჩინეთის ქალაქებიდან - პეკინი, შანხაი, შენჟენი. მაკაოშიც ვიყავი ერთი კვირა დასათვალიერებლად :)
- ანაზღაურებით თუ არიან კმაყოფილი ქართველი გოგონები იქ?
- პირადად მე კმაყოფილი ვიყავი იქაური ანაზღაურებით.
- ქართველ გოგონებს ჩინელ მამაკაცებთან ურთიერთობა თუ მოსწონთ?
- აი, ეს უკვე ჩემთვის მართლა ჩინურია და გაუგებარი ფენომენია (იცინის).
- დეა, საქართველოში ბოლო დროს გავრცელდა მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება ჩინეთში მომუშავე ახალგაზრდა ქართველი გოგონების მიმართ, რას ფიქრობთ - რისი შედეგია ეს? რით არიან დაკავებულნი სინამდვილეში იქ?
image- არ ვიცი რატომ არიან განწყობილი მათ მიმართ ასე. მე ვფიქრობ რომ ასეთი ტოტალური უმუშევრობის პეიროდში ნებისმიერი ქვეყნიდან მიდიან სამუშაოს საძებნად. ასევე საქართველოდან. ნახევარი საქართველო გასულია ქვეყნიდან, რა მნიშვნელობა აქვს გოგონებია თუ ბიჭები? საარსებო წყარო ყველას სჭირდება. მე პირადად ამას აღვიქვამ ჩემი ქვეყნის დიდ მინუსად, ეს მეტყველებს იმაზე რომ ხელისუფლება ვერ უზრუნველყოფს თავის ხალხს ელემენტარულად - სამსახურით, რაც აისახა მოსახლეობის გადინებით ქვეყნიდან. ქვეყანა ამ მხროვ პარალიზებულია, არ არის სამუშაო ადგილები და აბა რას იზავს ხალხი?! წავა!
- საქართველოდან უამრავი გოგონა რომლებმაც აქ შვილები, ქმრები დატოვეს და იქ მუშაობენ - თუ იცი ეხმარებიან ისინი ოჯახებს ფინანსურად?
- მე არ ვიცი ვინ ვის ეხმარება და რას ეხმარება, მაგრამ ეს არის ერის ტრაგედია! ამის გამო ქართველმა ხალხმა ყოფილი და ეხლანდელი ხელისუფლება უნდა გაასამართლოს - ერის სამსჯავროზე!

1
802
2-ს მოსწონს
3-ს არა
ავტორი:beko777
beko777
802
  
არც ერთი იყო,ჩინელი,და არც მეორე ვიეტნამელი, ორთავე ბედკრული საქართველოს შვილები იყვნენ..... ბედკრული საქართველოსი....
0 1 1