სხვა სუფრის ეტიკეტის თავისებურებანი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში 2014, 22 მაისი, 22:20 სხვადასხვა ქვეყნის სუფრის ეტიკეტში შეიძლება ვიპოვოთ ისეთი წესები, რომელთა უგულებელყოფა, სულ ცოტა, თანამესუფრეების უკმაყოფილო ირიბ გამოხედვას გამოიწვევდა. უხერხულ სიტუაციაში რომ არ აღმოჩნდეთ, გთავაზობთ გავერკვეთ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სუფრის ეტიკეტის თავისებურებებში.
იაპონიაში არ ღირს საჭმელი გადასცეთ ერთმანეთს ჩხირებით, ვინაიდან ისინი გამოიყენება კრემაციული დაკრძალვების დროს ძვლების გადასაწოდებლად და ჩხირებით საჭმლის გადაცემა სუფრის წევრების უპატივცემულობას ნიშნავს. ![]() კორეაში არ დაიწყოთ ჭამა მანამ, სანამ სუფრის უხუცესი წევრი არ დაიწყებს თავის ტრაპეზს. ![]() ჩილეში არაფერი არ ჭამოთ ხელით, პიცაც კი. ![]() ჩინეთში არ ღირს ჭამის დროს ჩხირები თანამესუფრისაკენ გაიშვიროთ. ![]() იტალიაში არ მოითხოვოთ სუფრაზე ყველის დამატება, ამით შეიძლება შეფ-მზარეული გაანაწყენოთ. ![]() ტანზანიაში თუ მოხვდებით, გირჩევთ სადილზე 20 წუთით მაინც დააგვიანოთ. თუ თავის დროზე მიხვალთ, ამით მასპინძელს გაანაწყენებთ. ![]() რუსეთში არყის ცარიელი ბოთლები უნდა იდგას იატაკზე. მათი უკან მაგიდაზე დადება ცუდ ტონად ითვლება. ![]() დიდ ბრიტანეთში სუპის მირთმევის დროს თეფში თქვენგან პირიქით უნდა გადახაროთ. ![]() ჩინეთში არასოდეს არ დაანაწევროთ მაკარონი მირთმევის დროს. გრძელი მაკარონი დღეგრძელობას ნიშნავს, ხოლო მისი შუაზე გაწყვეტა სიცოცხლის შემოკლებას. ![]() ინდონეზიაში საკვების მიღების დროს ხელები სულ მაგიდაზე უნდა გეწყოთ. ![]() იტალიაში პირველი მიპატიჟების დროს უარი თქვით სადილზე და მხოლოდ მეორედ მიპატიჟებაზე დათანხმდით. ![]() იამაიკაში მიღებულია, რომ თუ ბავშვი მანამ გასინჯავს ქათმის ხორცს, სანამ ლაპარაკს დაიწყებს, მაშინ ის ვერასოდეს ვერ ისწავლის ლაპარაკს. ასე რომ, თუ ამ ქვეყანაში მოხვდებით, უცნაურად არ მოგეჩვენოთ თქვენი მასპინძლის საქციელი. ![]() ნიგერიაში მიჩნეულია, რომ ბავშვები, რომლებიც კვერცხს ჭამენ, აუცილებლად ქურდები იქნებიან, ასე რომ, იყავით თავშეკავებულნი, როცა აქ ბავშვს საჭმელს შესთავაზებთ. ![]() საფრანგეთში თუ სუფრაზე მოხვდებით, ეცადეთ ნელა ჭამოთ, სწრაფად ჭამა აქ უზრდელობად ითვლება. ![]() იაპონიაში არასოდეს არ დატოვოთ ჩხირები თეფშზე ვერტიკალურად- ეს რესტორნის პატრონის შეურაცხყოფაა. ![]() ინდოეთში, ავღანეთში და თითქმის მთელ მუსულმანურ სამყაროში მიღებულია საჭმლის ჭამა მარჯვენა ხელით, რადგან მარცხენა ხელი აქ უწმინდურად ითვლება. ![]() საფრანგეთში არ დატოვოთ საჭმელი თეფშზე და არ მოითხოვოთ კონტეინერი ნარჩენებისათვის-ეს აქ უზრდელობად ითვლება. ![]() გერმანიაში ერთადერთი საკვები, რომელიც ხელით შეგიძლიათ აიღოთ-პურია. ![]() ყაზახეთში თქვენ მოგიტანენ ნახევარ ფინჯან ჩაის, არ მოითხოვოთ მისი გავსება, რადგან ეს ნიშნავს, რომ მასპინძელს თქვენი წასვლა სურს. ![]() აზერბაიჯანში ეცადეთ სუფრაზე არ დაგებნეთ მარილი, რადგან ეს ჩხუბს ნიშნავს. თუ მაინც მოხდა ეს არასასიამოვნო ფაქტი, მარილს ზემოდან ცოტაოდენი შაქარი დააყარეთ. ![]() ეგვიპტეში ხელში არ აიღოთ სამარილე-ეს მზარეულის შეუარაცხყოფაა. ![]() ესტონეთში ძირს შემთხვევით დავარდნილ პურის ნატეხს ეამბორეთ და მხოლოდ მერე გადადეთ გვერდზე. ![]() სამხრეთ კორეაში, როცა რაიმე სასმელს სვამთ, თავი გვერდზე მიაბრუნეთ და ისე დალიეთ. ![]() 565 12-ს მოსწონს
|